ლეგიონი ტესტებში ჩაება

AutoSharing Option
საფრანგეთში სარაგბო კლუბები საშიანაო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ. ქართველ მორაგბეთა რამდენიმე გუნდმა საწვრთნელი შეხევდრები გამართა.

ირაკლი ნატრაიაშვილის, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" ელიტურ, პირველ დივიზიონში ახლახან დაბრუნებულ "ბორდოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 25:26. ნატრიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა. კაკოვინი და ხინჩაგიშვილი კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან.

"ბრივი" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ შეხევდრას 26 აგვისტოს შინ გამართავს ბექა შეყლაშვილის "აჟენთან", რომელმაც საწვრთნელი შეხვედრა სტუმრად გამართა ბასკურ "ბიარიცთან" და 36:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთისთვის ბიარიცელები 19:0-ს იგებდნენ,
თუმცა შეყლაშვილმა და კომპანიამ მატჩში გარადტეხის შეტანა მაინც მოახერხეს და მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს.

პირველდივიზიონელთა კიდევ ერთ შეხვედრაში, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" იოლად სძლია ახალბედას, გურამ კავთიძის "ლიონს" - 34:3. ქართველ მორაგბეებს არ უთმაშიათ. ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებშია, კავთიძე კი ტრავმას იშუშებს.

მეორე დივიზიონში მოასპარეზე დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" სტუმრად დაუპირისპირდა პირველდივიზიონელ ბასკურ "ბაიონს" და 7:17 წააგო. ჩვენებურთა გუნდი, რომელიც წლეულს საგრძნობლად მოღონიერდა, სავარაუდოდ პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს. ჩემპიონატის პირველ შეხვედრას "პო" 3 სექტემბერს სტუმრად გამართავს "ექსთან".

კიდევ ერთმა მეორედივიზიონელი მაუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" საკონტროლო მატჩში "ალბის" დაუპირისპირდა და 10:17 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ალბელების რიგებში გამოჩნდა ვინმე ნიკოლას კვარაცხელია, რომელიც 1983 წელსაა დაბადებული და შერკინების პირველხაზში თამაშობს.

საკონტროლო მატჩები

ტარბი-ალბი 10:17, ბაიონი-პო 17:7, ტულონი-ლიონი 34:3, ბორდო-ბრივი 26:25, ბიარიცი-აჟენი 19:36,

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული