ლეგიონი მზადების ბოლო ეტაპზე

AutoSharing Option
საფრანაგეთის სარაგბო ჩემპიონატი სტარტს აგვოსტოს ბოლოს აიღებს. მანამდე კი ქართველ მორაგბეთა გუნდები მზადების ბოლო ეტაპს გადიან და საწვრთნელ შეხვედრებს მართავენ.

ელიტარული, პირველი დივიზიონის გუნდებიდან დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" ნეიტრალურ მოედანზე დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" ითამაშა და დიდი ანგარიშით 10:47 წააგო. კაკოვინი, ხინჩაგიშვილი და ზირაქაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან. ნატრიაშვილი თადარიგში იყო და მატჩში მეორე ტაიმიდან ჩერთო.

ზურაბ ჟვანია ქუთაისის "აიადან" საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, პარიზულ "სტად ფრანსეში" ახლახან გადაბარგდა. პარიზელებს ბოლო ხანს პრობლემები მოეძალათ,
თუმცა კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და სავარაუდოდ, ყველა სიძნელე უკან დარჩება.

ჟვანიამ და კომპანიამ პირევლი საწვრთნელი მატჩი მეორე დივიზიონიდან დაწინაურებულ "ბორდოსთან" გამართეს და მინიმალური სხვაობით 21:22 წააგეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "სტად ფრანსე" 26 აგვისტოს სწორედ ბორდოელებს უმასპინძლებს.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა", რომელიც ასევე წლეულს აღზევდა ელიტურ, პირველ დივიზიონში, შან სურ ლემანში უელსურ "ოსფრიზს" დაუპირიპირდა და 38:10 მოუგო. კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, რატიანიძე კი თამაშში მეორე ნახვარში ჩაერთო.

ამ გამარჯვებით, ლიონელებმა დაამტკიცეს, რომ, მართალია, დებიუტანტები არიან, მაგრამ იოლად არავის არაფერს დაუთმობენ.
საკმაოდ სერიოზული მეტოქის დამარცხება შეძლო ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდმა ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ვოსფს" უმასპინძლა და 14:7 მოუგო. ორივე ლელო მასპინძლებმა მორკინალების ძალისხმევის ხარჯზე მიითვალეს. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩერთო.

კიდევ უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა დავით ქუბრიაშვილის "ტულონს". "წითლებმა", მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მოთამაშეები აკლიათ, ინგლსის ჩემპიონი "სარასენზი" 26:17 დაამარცხეს. ქუბრიაშვილი ამ დროს საქართველოს ნაკრების რიგებში "ორიაკის" წინააღმდეგ ირჯებოდა.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" დიდი ანგარიშით 42:21 სძლია კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს "ჰარლიქუინზს". ჩვენებურის გუნდი მორიგ შეხვედრას 17 აგვისტოს ასევე ინგლისურ "ნორსჰემპტონთან" გამართავს.

საწვრთნელი შეხვედრები ჩაატარეს მეორედივიზიონელებმაც. "ბურგუენმა", რომელიც 19 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე იქნება, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" 17:14 მოუგო.

მამუკა მაგრაქვეილიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" კი გასკონურ "ოშთან" წააგო 6:9.

საწვრთნელი მატჩები

ბიარიცი-ბრისტოლი 41:21, ბრივი-კლერმონი 10:47, ბორდო-სტად ფრანსე 22:21, აჟენი-ვოსფსი 14:7, ლიონი-ოსფრიზი 38:10, ტულონი-სარასენზი 26:17, კარკასონი-ტულუზი 24:40, ალბი-მონტობანი 46:6, კასტრი-ჰარლიქუინზი 42:21, ბურგუენი-გრენობლი 17:14, ოში-ტარბი 9:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული