"პერიგომ" პირველი საწვრთნელი მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსნადრე მარგველაშვილის "პერიგო" ზედიზედ სამი წელიწადი იბრძოდა.

ჩვენებურთა გუნდი ელიტაში დაწინაურებას, ფედერალ 1-ის პლეი ოფის ბოლო ეტაპის წინ განცდილი მარცხის გამო ვერ ახერხებდა. პერიგოელებმა წლეულს ნავსი გატეხეს და ოცნება აისრულეს.

ჩემპიონატის მზადების ბოლო ეტაპზე "პერიგომ" პირველი საწვრთნელი შეხვედრა გამართა და "მონ დე მარსანთან" ურთულეს ბრძოლაში 22:16 მოიგო. ზიბზიბაძე ამჟამად საქართველოს ნაკრებშია და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. დადუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმში ნინძემ შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული