ელიტური ლეგიონის ბოლო რეპეტიცია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე დაიწყება. ქართველ მორაგეთა გუნდები ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის მატჩებს გამართავენ. მანამდე კი ძალები ბოლო საწვრთნელ შეხვედრებში მოსინჯეს.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" ფდერალდივიზიონელ "კარკასონს" ეთამაშა და დიდ ანგარიშით 57:3 დაამარცხა. ხინჩაგიშვილი და კაკოვინი საქართველოს ნაკრებში არიან. ნატრიაშვილმა მეორე ტაიმში ითამაშა.

მოიგო ბექა შეყლაშვილის "აჟენმაც". ჩვენებურის გუნდი შინ იტალიურ "აირონს" ეთამაშა და 17:12 დაამარცხა. შეყლაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

გურამ კავთიძის "ლიონი" კი ვერას გახდა ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "ლესტერთან" და 3:38
დამარცხდა. კავთიძე განაცხადში არ იყო.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" კი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში მივლინებული უამრავი მოთამაშე აკლია, უელსური "ჰლანეჰლი" დაამარცხა - 17:6. ზირაქაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასისთვის ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული