ორ ჯგუფში ქართველები ლიდერობენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში ერთკვირიანი შესვენებაა. სამაგიეროდ მე-3 ტურის მატჩები გაიმართა ნახევრად პროფსიულ ფედერალ 1 დივიზიონში. აქ მოასპარეზე ქართველ მორაგებთა გუნდებიდან თავიანთ ქვეჯგუფებში ორი "ლილი" და "ვალანს დაჟენი" ლიდერობენ.

A ჯგუფში სამ ტურის შემდეგ ჯერაც დაუმარცხებელია დავით ბოლღაშვილის "ლილი", რომელმაც მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა "ნევერი" - 16:9. ბოლღაშვილს აქამდე გამართულ მატჩებში არ უთამაშია.

"ლილი" 14 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" წლევანდელ გათამაშებაში პირველად დამარცხდა სტუმრად ბესო უდესიანისა და
შოთა მელქიძის "მაკონთან" - 18:24. პარიზელებს 11 ქულა დაუგროვდათ და მე-11 ადგილზე არიან. მაკონელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო და შესაბამისად ხუთი ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარს იკავებენ.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანმაც", რომელმაც შინ დაამარცხა "დიჟონი" - 25:17. ორლეანელებს 6 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

"ორლეანს" სამი ქულით უსწრებს და მე-5 ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელმაც სტუმრად მოუგო "ბობინის" - 22:20.

"ბულონი", რომლის ღირსებასაც სამი ქართველი მორაგბე- რეზო გიგაური, ნიკოლოზ გიორგაძე და დიმა ხოჭოლავა - იცავს ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტია. სწორედ ამიტომაცაა, რომ ბულონელებმა სამივე შეხვედრა წააგეს. მესამე ტურში ჩვენებურთა გუნდი სტუმრად დამარცხდა "სტრასბურთან" - 14:42.

A ჯგუფი
მაკონი-მასი 24:18, ნევერი-ლილი 9:16, ორლეანი-დიჟონი 25:17, ბობინი-მონლუსონი 20:22, სტრასბური-ბულონი 42:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 14 ქულა, 2. მასი - 11, 3. ბობინი - 10, 4. დიჟონი - 9, 5. მონლუსონი - 9, 6. ორლეანი - 6, 7. სტრასბური - 5, 8. მაკონი - 5, 9. ნევერი - 5, 10. ბულონი - 0

* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგებთა ექვსი გუნდი ასპარეზობს. ამათგან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჯერჯერობით გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინს" აქვს, რომელმაც მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი ირაკლი ნინიძის "რომანი" - 21:12. აღსანიშნავია, რომ რომანელებს ჯერ მოგებათა გრაფაში ისევ ნული აქვს. "ლა სეინი" კი 9 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლასეინელებს ორი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხური უჭირავს გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს", რომელიც სტუმრად ფრეს დასჯერდა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცასთან" - 16:16. ნიცელებს აქამდე ყველა თამაში წაგებული ჰქონდათ და ამჯერად ორი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე არიან.

სტუმრად დამარცხდა "კასტანესთან" ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი" - 22:25 და ექვსი ქულით მე-6 ადგილზეა. შინ დამარცხდა "მონტობანთან" თენგიზ გელანტიას "ნიმი" - 9:14. ნიმელებს წლეულს გამარჯვების სიხარული ჯერ არ განუცდიათ და 2 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

B ჯგუფი
ნიმი-მონტობანი 9:14, რომანი-ლა სეინი 12:21, ბურგ ან ბრესი-სტად პოკენი 81:7, კასტანე-სენტ ეტიენი 26:22, ნიცა-შატორენარი 16:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრსი - 14 ქულა, 2. კასტანე - 12, 3. მონტობანი - 12, 4. ლა სეინი - 9, 5. შატორენარი - 7, 6. სენტ ეტიენი - 6, 7. სტად პოკენი - 5, 8. ნიმი - 2, 9. ნიცა - 2, 10. რომანი – 0.

* * *
C ჯგუფში ქართველებს მხოლოდ ერთი გუნდი გვყავს. მერაბ კვირიკაშვილის, დავით ოზგებაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი". ჩვენებურთა ამ გუნდმა ასპარზობა გამრჯვებით დაიწყო, თუმცა მერე ორჯერ ზედიზედ წააგო და ახლა 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

მესამე ტურში "სენ ჟუნიენი" ვერას გახდა გათამაშების ლიდერ "კოლომისეთან" - 18:24.

C ჯგუფი
კოლომიე-სენ ჟუნიენი 24:18, სენ ნაზერი-სენ მედარი 14:15, ლანჟონი-ვანი 15:6, ლავორი-ჰაგეტმო 18:9. სენ ჟან დე ლუზი-მორლაა 26:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 13 ქულა, 2. სენ ჟან დე ლუზი - 9, 3. ლავორი - 8, 4. სენ მედარი - 8, 5. ლანჟონი - 6, 6. სენ ნაზერი - 6, 7. ვანი - 5, 8. ჰაგეტმო - 5, 9. სენ ჟუნიენი - 5, 10. მორლაა - 4.

* * *
D ჯგუფში, გათამაშების ლიდერმა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" პირველი ქულები დაკარგა. ჩვენებურთა გუნდმა, რომელმაც სტარტზე ორივე მატჩი მოიგო, მესამე ტურში ფრედ ითამაშა სტუმრად აქამდე ასევე დაუმარცხებელ "ლურდთან" - 18:18. ორივე გუნდს ახლა 10-10 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

საბა ქართველიშვილის "ლანამეზანმა" სტუმრად წააგო ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტ "ტიროსთან" - 13:27 და ახლა ხუთი ქულით მე-8 ადგილზეა.

D ჯგუფი
ლურდი-ვალანს დაჟენი 18:18, რიბერაკი-ოლორონი 21;26, მოლეონი-მარმანდი 17:6, ტიროსი-ლანამეზანი 27:13, ლიმოჟი-ბლანიაკი 15:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვალანს დაჟენი - 10 ქულა, 2. ლურდი - 10, 3. ტიროსი - 9, 4. ბლანიაკი - 5, 5. ლიმოჟი - 5, 6. ოლორონი - 5, 7. მარმანდი - 5, 8. ლანამეზანი - 5, 9. რიბერაკი - 5, 10. მოლეონი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული