"ბარბაროსში" უკვე სამი ქართველია

AutoSharing Option
ცნობილ, ერთ-ერთ უძველეს სარაგბო კლუბ "ბარბაროსებში" პირველად ქართველი მორაგბეებიდან შერკინების ბურჯმა - დავით ქუბრიაშვილმა ითამაშა. ამ კლუბის თეთრ-შავი კვართით თამაში ნებისმიერი მორაგბისთვის საპატიოა.

"ბარბაროსში" ქართველების რიცხვი ამჯერად სამამდე გაიზარდა. შოტლანდიის ქალაქ იოკიში "მესფილდ პარკზე" "ბარბაროესებმა" სპორტული კომენტატორის ბილ მაკლარენის ფონდის მხარდასაჭერ საქველმოქმედი მატჩში, სამხრეთ შოტლანდიის ნაკრებთან ითამაშეს და 15:22 წააგეს.
"ბარბაროსების" შემადგენლობაში ორმა ქართველმა, "ბორჯღალოსნების" შუამარბმა დავით კაჭარავამ და შერკინების ბურჯმა გოდერძი შველიძემ ითამაშა. კაჭარავა მეორე ტაიმში შეცვალეს, შველიძემ კი თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ბარბაროსები-სამ.შოტლანდია 15:22

ბარბაროსები: 15. ჯიმ თომსონი, 14.
ლეიგ ჰილტონი, 13. დავით კაჭარავა, 12. ჯონ ჰიუსტონი, 11. სებ ვიზერი, 10. კერის რისი, 9. ტიმ უსაზი. 1. ჯეკ ოკონელი, 2. ნილ ანეტი, 3. გოდერძი შველიძე, 4. ეუროს ევანსი, 5. კრისტიან პეტრე, 6. კირან რუდოკი, 7. კრის დევისი, 8. მიქაელ მაკკომიში
16. ფინლი გილსი, 17. ბენ ევანსი, 18. გარეთ როულინგსი, 19. რობ ბოლდუინი, 20. გრემ ვილსონი, 21. ჯიმი დევისი, 22. რონ ჯეიმზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული