ქართველი "ფედერალების" სამი ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში სამკვირიანი შესვენების შემდეგ მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგებთა გუნდები ორ, A და D ჯგუფში ლიდერობენ. A ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური, სულაც ქართველ მორაგბეთა გუნდებისაა.

აქ ლიდერი დავით ბოლღაშვილის "ლილია", რომელმაც შინ დაამარცხა ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანი" - 22:9.

საყვარელიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, კოპალიანი და ბოლღაშვილი განაცხადში არ იყვნენ. "ორლანს" 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. "ლილი" კი, როგორც უკვე ვთქვით, ლიდერია და 18 ქულა დააგროვა.

ლილელებს სამი
ქულით ჩამორჩება უახლოესი მდევარი, შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნევერი" - 31:22. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა და 55-ე წუთზე ლელო გაიტანა, აშვეთია ძირთად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია.

ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა", რომელიც 14 ქულით მე-3 ადგილზეა, სტუმრად გაანადგურა დებიუტანტი, რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" - 69:9. ყუფარაძემ, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს, 55-ე წუთზე ლელო გაიტანა, გიგაურმა სრულად ითამაშა, ხოჭოლავა მატჩში 51-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"მონლუსონს" ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსანი გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონი", რომელმაც ურთულეს ბრძოლაში შინ დაამარცხა "ბობინი" - 16:13. მჭედლიშვილი ძირთად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

შოთა მელიქიძის "მაკონმა" სტუმრად მოუგო "სტრასბურს" 16:13 და 9 ქულით ამჟამად მე-6 ადგილზეა.

A ჯგუფი
ლილი-ორლეანი 22:9, მასი-ნევერი 31:22, დიჟონი-ბობინი 16:13, ბულონი-მონლუსონი 6:69, სტრასბური-მაკონი 6:13.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 18 ქულა, 2. მასი - 15, 3. მონლუსონი - 14, 4. დიჟონი - 13, 5. ბობინი - 11, 6. მაკონი - 9, 7. სტრასბური - 6, 8. ორლეანი - 6, 9. ნევერი - 5, 10. ბულონი - 0.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინს" აქვს. ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც 13 ქულით მე-3 ადგილზეა, შინ დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" - 19:13.

ბელქანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, იმავდროულად თამაშში ჩაერთნენ ლაბაძე და მაისურაძე, კუთარაშვილი კი მოედანზე ექვსი წუთის შემდეგ გამოჩნდა. ის არბიტრმა 66-ე წუთზე გაასინბინა.

ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენმა" შინ მოუგო დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცას" - 38:16. მაღალდაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. მაჩხანელს და კაჭარავას არ უთამაშიათ. "სენტ ეტიენი" 11 ქულით მე-5 ადგილზეა. "ნიცას" კი 2 ქულა აქვს და მისთვის უჩვეულო, ბოლო ადგილზეა.

ირაკლი ნინიძის "რომანმა" ასევე შინ მოუგო თემურ გელანტიას "ნიმს" 20:16. ნინიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და მატჩის არბიტრმა 71-ე წუთზე გაასინბინა, გელანტია ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.

B ჯგუფი
რომანი-ნიმი 20:16, პოკენი-მონტობანი 9:63, სენტ ეტიენი-ნიცა 38:16, ბურგ ან ბრესი-კასტანე 39:19, ლა სეინი-შატორენარი 19:13.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 18 ქულა, 2. მონტობანი - 17, 3. ლა სეინი - 13, 4. კასტანე - 12, 5. სენტ ეტიენი - 11, 6. შატორენარი - 8, 7. რომანი - 4, 8. ნიმი - 3, 9. პოკენი - 3, 10. ნიცა - 2.

C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდია და ისიც აუტაიდერია. მერაბ კვირიკაშვილის, რობერტ აბესლამიძის, გიორგი ჩხაიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენი" 6 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდმა მე-4 ტურში შინ წააგო "სენ ნაზერთან" 25:32.

ჩხაიძემ 77-ე წუთზე ლელო გაიტანა, კვირკაშვილმა გუნდს 9 ქულა შესძინა (სამი საჯარიმო). აბესლამიძესა და ოზგებაშვილს არ უთამაშიათ.

C ჯგუფი
სენ ჟუნიენი-სენ ნაზერი 25:32, ვანი-კოლომიე 10:13, სენ მედარი-სენ ჟან დე ლუზი 18:14, აგეტმო-მორლაა 22:23, ლავორი-ლანჟონი 25:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 17 ქულა, 2. ლავორი - 12, 3. სენ მედარი - 12, 4. სენ ჟან დე ლუზი - 10, 5. სენ ნაზერი - 10, 6. მორლაა - 8, 7. ლანჟონი - 7, 8. ვანი - 6, 9. აგეტმო - 6, 10. სენ ჟუნიენი - 6.

D ჯგუფშიც ერთი "ქართული გუნდია", თუმცა "სენ ჟუნიენისგან" განსხვავებით, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი" გათამაშების ლიდერია. ვალანსელებმა მე-4 ტურში შინ მოუგეს "ლანამეზანს" 21:17. ბასილაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნემსაძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვალანს დაჟენი" 14 ქულით ამჟამად პირველ ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს "ლურდსაც".

D ჯგუფი
ბლანიაკი-მოლეონი 22:8, მარმანდი-ტიროსი 15:23, ლურდი-რიბერაკი 29:21, ოლორონი-ლიმოჟი 21:22, ვალანს დაჟენი-ლანამეზანი 21:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვალანს დაჟენი- 14 ქულა, 2. ლურდი - 14, 3. ტიროსი - 13, 4. ლომოჟი - 13, 5. ბლანიაკი - 9, 6. ოლორონი - 6, 7. ლანამეზანი - 6, 8. მარმანდი - 5, 9. რიბერაკი - 5, 10. მოლეონი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული