ქართული ლეგიონის უიღბლო უქმეები

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-10 ტურის სამი შეხვედრა გადაიდო. მათ შორის ქართველ მორაგბეთა გუნდების, "ტულონის", "მონპელიეს", "ლიონისა" და "აჟენის". დანარჩენი "ქართული გუნდებისთვის" კი, ეს ტური წარუმატებელი გამოდგა.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად ითამაშა პარიზში "სტად ფრანსესთან" და 16:37 წააგო. "ვულკანებმა" თამაში კარგად დაიწყეს და მე-20 წუთისთვის 9:5-ს იგებდნენ. აქედან მოყოლებული მსპინძელთა უპირატესობა სულ უფრო გამოკვეთილი გახდა და 30 წუთის შემდეგ, პარიზელები უკვე 21 ქულის სხვაობით იგებდნენ - 30:9.

"სტად ფრანსეს" შემადგენლობაში საუკეთესო იყო, არგენტინის ნაკრების ვეტერანი მგეზავი, დავით ქუბრიაშვილის
"ტულონდან" გადაბარგებული ფელიპე კონტეპომი, რომელმაც გუნდს 17 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ორი საჯარიმო და სამი გარდასახვა). ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

"კლერმონმა" ამ მარცხის გამო ლიდერობა დაკარგა და ახლა 35 ქულით მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს ქვეყნის ჩემპიონი "ტულუზი".

ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" მოულოდნელად სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" - 9:24. კასტრელებმა თავიანთ შესაძლებლობებზე აშკარად უარესად ითამაშეს და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. ფეიქრიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ წააგო "მეტრო რასინგთან" - 12:18. პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით 3:3 დასრულდა. მეორეში კი სტუმრებმა ოდნავ უკეთ ითამაშეს და მასპინძლებზე ორით მეტი საჯარიმო გაიტანეს.

ნატრიაშვილმა სრულად ითამაშა, კაკოვინი კი 55-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონის" საშინაო მატჩი მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელისეთან" გადაიდო. არ უთამაშიათ ასევე, დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" და ბექა შეყლაშვილის "აჟენსაც".

I დივიზიონი. X ტური
ბრივი-მეტრო რასინგი 12:18, ტულუზი-პერპინიანი 21:17, ბორდო-კასტრი 24:9, სტად ფრანსე-კლერმონი 37:16, ლიონი-მონპელიე (გადაიდო), ტულონი-აჟენი (გადაიდო), ბიარცი-ბაიონი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 36 ქულა, 2. კლერმონი - 35, 3. კასტრი - 31, 4. ტულონი - 28, 5. მეტრო რასინგი - 25, 6. აჟენი - 24, 7. სტად ფრანსე - 21, 8. ბრივი - 19, 9. პერპინიანი - 19, 10. ბორდო - 17, 11. ბაიონი - 15, 12. მონპელიე - 14, 13. ლიონი - 12, 14. ბიარიცი - 10.

XI ტური
აჟენი-ბორდო, ბაიონი-ლიონი, ბრივი-ტულუზი, კასტრი-ტულონი, მონპელიე-კლერმონი, პერპინიანი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-ბიარიცი.

მეორე დივიზიონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "ორიაკმა", პომ" და "ტარბიმ". ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი, თედო ზიბზიბაძის და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო" - 15:9.

დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი მე-40 წუთზე შეცვალეს, ასეიშვილმა მოედანი 13 წუთის შემდეგ დატოვა, მარგველაშვილი თამაშში მე-16 წუთიდან ჩერთო და 11 წუთის შემდეგ გაასინბინეს, ზიბზიბაძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" - 15:9. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავასა და მენაბდიშვილს არ უთამაშიათ.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" შინ დაამარცხა "მონ დე მარსანი| - 24:15. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშით.
კახაბერ კობერიძის "ალბიმ" სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "დაქსთან" - 9:15. კობერიძე განაცხადში არ იყო. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო სატურნირო მდგომარეობა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" აქვს, რომელც 28 ქულით მე-3 ადგილზეა.

საპლეიოფო ხუთეულში შესვლის შანსი კი ჩვენებურთა გუნდებიდან დღესდღეობით "ალბისა" და "პოს" აქვს.

II დივიზიონი. IX ტური
ოში-ბეზიე 21:13, ორიაკი-პერიგო 15:9, კარკასონი-ოიონაქსი 21:19, ლა როშელი-ნარბონი 54:10, პო-მონ დე მარსანი 24:15, ტარბი-გრენობლი 15:9, დაქსი-ალბი 15:9, ექსი-ბურგუენი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 31 ქულა, 2. დაქსი - 30, 3. გრენობლი - 28, 4. ლა როშელი - 23, 5. ექსი - 23, 6. კარკასონი - 23, 7. ალბი - 22, 8. პო - 22, 9. მონ დე მარსანი - 21, 10. ტარბი - 21, 11. ბურგუენი - 19, 12. ოში - 18, 13. ორიაკი -16, 14. ნარბონი - 15, 15. ბეზიე - 10, 16. პერიგო - 9.

სატურნირო მდგომარეობა
ალბი-ექსი, ოში-ლა როშელი, ბეზიე-პერიგო, ნარბონი-გრენობლი, პო-კარკასონი, ოიონაქსი-დაქსი, ბურგუენი-ტარბი, მონ დე მარსანი-ორიაკ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული