ქართველები ორ ჯგუფში ლიდერობენ

AutoSharing Option
უამინდობის გამო, საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-5 ტური არასრული გამოდგა. B ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. აქ ქართველ მორაგბეთა არცერთ გუნდს უთამაშია. A და D ჯგუფში კი კვლავინდებურად "ქართული გუნდები" ლიდერობენ.

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანთან" - 17:13. ამ გამარჯვებით პარიზული გუნდი 19 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

სუთიაშვილმა, კოპალიანმა და საყვარელიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, აშვეთია მატჩში მე-40 წუთიდან ჩაერთო, კობაური განაცხადში არ იყო.

ამდენივე
ქულა აქვს და მეორე ადგილზეა დავით ბოლღაშვილის "ლილი", რომელიც სტუმრად დამარცხდა მინიმალური სხვაობით "ბობინისთან - 27:28. ჩვენებურის გუნდმა თამაში არასტაბილურად ჩაატარა. დასაწყისში, მე-10 წუთისთვის 12:0-ს აგებდა, თუმცა ტაიმი 17:12 მოიგო. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მაინც იძალეს და მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთზე ალექსანდრ პიშოს საჯარიმოთი გამოჰგლიჯეს ხელიდან. ბოლღაშვილს არ უთამაშია.

ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა" შინ მოუგო გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონს" - 20:12. შედეგად მონლუსონელებმა სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე აინაცვვლეს და ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ყუფარაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და 59-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო.

შოთა მელიქიძის "მაკონმა" შინ გაანადგურა ფედერალ 1 დივიზიონის დებიუტანტი, რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" - 51:6. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

A ჯგუფი
ბობინი-ლილი 28:27, ორლეანი-მასი 13:17, მონლუსონი-დიჟონი 20:12, ნევერი-სტრასბური 38:16, მაკონი-ბულონი 51:6,

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 19 ქულა, 2. ლილი - 19, 3. მონლუსონი - 18, 4. ბობინი - 15, 5. მაკონი - 6. დიჟონი - 13, 7. ნევერი - 10, 8. ორლეანი - 7, 9. სტრასბური - 6, 10. ბულონი - 0

B ჯგუფი
კასტანე-მონტობანი 6:12, ნიცა-ბურგ ან ბრესი (გადაიდო), შატორენარი-სენტ ეტიენი (გადაიდო), პოკენი-რომანი (გადაიდო), ნიმი-ლა სეინი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 21 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 18, 3. ლა სეინი - 13, 4. კასტანე - 13, 5. სენტ ეტიენი - 11. 6. შატორენარი - 8, 7. რომანი - 4, 8. ნიმი - 3, 9. პოკენი - 3, 10. ნიცა - 2.

C ჯგუფში ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია სტუმრად "სენ ჟან დე ლუზთან" მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენმა" - 6:12. ჩვენებურთა გუნდი შედეგად შვიდი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

C ჯგუფი
სენ ნაზერი-ვანი 16:23, სენ ჟან დე ლუზი-სენ ჟუნიენი 12:6, კოლომიე-ლავორი 33:18, მორლაა-სენ მედარი 10:6, ლანჟონი-აგეტმო 33:10

სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 21 ქულა, 2. სენ ჟან დე ლუზი - 14, 3. სენ მედარი - 13, 4. ლანჟონი - 12, 5. მორლაა - 12, 6. სენ ნაზერი - 11, 7. ვანი - 10, 8. ლავორი - 10, 9. სენ ჟუნიენი - 7, 10. აგეტმო - 6.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი" ასპარეზობს და ისიც ლიდერია. ვალანსელებმა მე-5 ტურში სტუმრად ითამაშეს "რიბერაკთან" და 22:11 მოიგეს. "ვალანს დაჟენს" 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

D ჯგუფი
ლიმოჟი-ლურდი 12:15, მოლეონი-ოლორონი 12:37, ტიროსი-ბლანიაკი 18:6, ლანამეზანი-მარმანდი 30:9, რიბერაკი-ვალანს დაჟენი 11:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვალანს დაჟენი - 18 ქულა, 2. ლურდი - 18, 3. ტიროსი - 17, 4. ლიმოჟი - 14, 5. ოლორონი - 11, 6. ლანამეზანი - 11, 7. ბლანიაკი - 9, 8. რიბერაკი - 5, 9. მარმანდი - 5, 10. მოლეონი - 5.

ესპუარები
ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი ლიდერობს. ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად დაამარცხა ფრანგული რაგბის გრანდის, "ტულუზის" სათადარიგო გუნდი 17:15 და ახლა 14 ქულით პირველ ადგილზეა.

ამდენივე ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად მოუგო "მონპელიეს" - 22:15.

IV ტური
ტულუზი-ტულონი 15:17, პო-ბურგუენი 16:16, აჟენი-ბაიონი 14:10, მონპელიე-კლერმონი 15:22, ლიონი-პერპინიანი (გადაიდო)

სატურნირო მდგმარეობა
1. ტულონი - 14 ქულა, 2. კლერმონი - 14, 3. აჟენი - 13, 4. ბაიონი - 12, 5. პერპინიანი - 9, 6. პო - 7, 7. ბურგუენი - 7, 8. მონპელიე - 5, 9. ტულუზი - 4, 10. ლიონი - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული