აღსანიშნავია, რომ თამაშში სამივე ქართველი მონაწილეობდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, შერკინების ბურჯ ლევან ჩილაჩავას და მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს სულაც დებიუტო ჰქონდათ ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში.
სასიხარულოა, რომ დებიუტი ჩილაჩავამ მატჩის მე-16 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა, მაშინ, როცა მისი გუნდი 0:6-ს აგებდა. ჩვენებურთა გუნდმა მეტოქის საბოლოოდ გატეხვა მეორე ტაიმში შეძლო და ჯამში ექვსი ლელო
ჩილაჩავა 41-ე წუთზე ქუბრიაშვილმა შეცვალა, მიქაუტაძემ კი მოედანი მე-60 წუთზე დატოვა. "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა მატჩის შემდეგ კომენტარისას ჩილაჩავა შეაქო და თქვა, რომ მისი ამოცანაა, მაღალი დონის მოთამაშეების რაც შეიძლება დიდი ჯგუფი შექმნას, რადგან ტრავმებისგან არავინაა დაზღვეული და წამყვან მორაგბეებს სრულფასოვანი შემცვლელელბი სჭირდებაო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეებისთვის ევროთასებზე ასპარეზობა უდიდესი გამოცდილების მიმცემია. ამასთან ჩვენ მორაგბეებს, რომლებიც აქამდე ესპუართა გუნდში თამაშობენ, შანსი აქვთ თავი გამოიჩინონ და "ტულონის" ძირითად გუნდში დაიმკვიდრონ აგილი.
ამავე ჯგუფში ასპარეზობს გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ნიუკასლს". ჩვენებურთა ეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში წლეულს აღზევდა და ევროტურნირების დებიუტანტია.
აღსანიშნავია, რომ გუნდში გავრცელებული ეპიდემიის გამო, "ლიონმა" ჩემპიონატის ორი ტური გამოტოვა. ამჟამად ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა, თუმცა საეჭვოა ლიონელებმა ნიუკასლში ძირითადი შემადგენლობა გაიყვანოს სათამაშოდ.
ერთი კვირის თავზე "ლიონი" შინ მიიღებს "ტულონს". იმედია, ქართველი მორაგბეები ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების E ჯგუფში კიდევ ერთი ქართველის ბექა შეყლაშვილის "აჟენი" ასპარეზობს. ჩვენებურის გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს ესპანურ "ლა ვილასთან" და სავარაუდოდ გაიმარჯვებს კიდეც.
ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მიიღებს ინგლისურ "სეილ შარქსს". ბრიველებმა საფრანგეთის ჩემპიონატში წლეულს სტარტი წარმატებული აიღეს და თუ მთელ ყურადღებას საშინაო შეჯიბრებაზე არ გადაიტანენ, სავარაუდოდ, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაშიც წარმატებულად იასპარეზებენ.
ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ვორსტერი (ინგლისი)-სტად ფრანსე (საფ) 14:23, ბუქარესტი (რუმ)-კროკიატი (იტ).
B ჯგუფი
ტულონი (საფ)-პადოვა (იტ) 53:22, ნიუკასლი (ინგ)-ლიონი (საფ).
C ჯგუფი
როვიგო (იტ)-ბაიონი (საფ), ბორდო (საფ)-ვოსფსი (ინგ).
D ჯგუფი
პერპინიანი (საფ)-ექსეტერი (ინგ), პრატო (იტ)-ნიუპორტი (უელ).
E ჯგუფი
ლა ვილა (ესპ)-აჟენი (საფ), ბრივი (საფ)-სეილ შარქსი (ინგ).
* * *
ევროთასების ყველაზე პრესტიჟულ, "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში სამი "ქართული გუნდი" იასპარეზებს. A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად შეხვდება უელსურ "ჰლანეჰლის".
ამის გარდა ჩვენებურის მეტოქეები იქნებიან ევროპის უძლიერესი გუნდები და გათამაშების მთავარი ფავორიტები, ირლანდიური "მანსტერი" და ინგლისური "ნორსჰემპთონი". კასტრელები წლეულს საგრძნობლად მოძლიერდნენ. მათ რორი კოქოთი და მაქს ევანსი დაიმატეს.
შერკინების პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილთან ერთად კრის მასო და ლუკ დუკალკონი დადგებიან. გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ფულბეკი რომენ ტულეა, რომელიც უზადო ფეხჩუბინობით გამოირჩევა. ამდენად, "კასტრს" რეალურად აქვს შანსი ჯგუფური ტურნირი დაძლიოს.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" C ჯგუფში პირველ მატჩში ირლანდიურ "ლენსტერს" შინ დაუპირისპირდება. "ჰეინეკენის თასის" მფლობელებს ლიდერი ბრაიან ოდრისკოლი დააკლდებათ.
მიუხედავად ამისა, ფრანგული კლუბის მწვრთნელი ფაბიენ გალტიე, რომელმაც "მონპელიე" შარშან საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა, "ლენსტერს" მაინც ფრთხილობს:
"მართალია, ბრაიან ოდრისკოლი არ ითამაშებს, მაგრამ "ლენსტერს" ჰყავს საკმაოდ ბევრი ნიჭიერი და მაღალი დონის მოთამაშეები, რომლებიც ნებისმიერი გუნდისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ასე რომ, ჩვენ აქცენტს მის არყოფნაზე არ ვაკეთებთ. მიმაჩნია, რომ ეს ირალანდიური კლუბი ევროპაში საუკეთესოა, ამიტომ ძალიან მაინტერესებს შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას. თუ ეს მოვახერხეთ, შემიძლია დავასკვნა, რომ "მონპელიე" ევროპის გრანდების ტოლ-სწორია" - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ, "მონპელიეში" პირველად ითამაშებენ საფრანგეთის ნაკრების წევრები ფრანსუა ტრინ-დუკი და ფულენსე ოუდრაოგო. "ლენსტერის" გარდა მონპელიელებს მეტოქეობას შოტლანდიური "გლაზგო" და ინგლისური "ბასი" გაუწევენ.
არანაკლები სიძლიერის მეტოქეები ჰყავს D ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონს". "ვულკანები" პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ ირლანდიაში "ალსტერთან". ამავე ჯგუფში იტალიური "აირონი" კი ინგლისურ "ლესტერს" უმასპინძლებს.
ამ ჯგუფში სპეციალისტები სფავორიტად მაინც "კლერმონს" მიიჩნევენ. ჩვენებურის გუნდი წლეულს ისეთი მორაგბეებით გაძლიერდა, დავიდ სკრელა, სიტივენი სივივატუ, ლი ბირნი და რეგან კნგი რომ არიან.
ჰეინეკენის თასი
A ჯგუფი
ჰლანეჰლი (უელ)-კასტრი (საფ), მანსტერი (ირლ)-ნორსჰემპთონი (ინგ).
B ჯგუფი
ლონდონ აირიში (ინგ)-ედინბურგი (შოტ), მეტრო რასინგი (საფ)-კარდიფი (უელ).
C ჯგუფი
მონპელიე (საფ)-ლენსტერი (ირლ), გლაზგო (შოტ)-ბასი (ინგ).
D ჯგუფი
აირონი (იტ)-ლესტერი (ინგ), ალსტერი (ირლ)-კლერმონი (საფ).
E ჯგუფი
სარასენზი (ინგ)-ბენეტონი (იტ), ოსფრიზი (უელ)-ბიარიცი (საფ).
F ჯგუფი
ჰარლიქუინზი (ინგ)-ქონოთი (ირლ), ტულუზი (საფ)-გლოსტერი (ინგ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"