ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ბეზიესთან" - 13:21. ლანგედოკელებს, რომლებიც გამარჯვების მიუხედავად ბოლოსწინა ადგილზე არიან, 14 ქულა დაუგროვდათ და ჩვენებურთა გუნდს ხუთი ქულით უსწრებს.
მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ერთ წუთში მოედანზე დადუნაშვილიც გამოჩნდა, ზიბზიბაძე განაცხადში არ იყო.
ლევან
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ბურგუენთან" - 9:21. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას არ უთამაშია.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" შინ მოუგო "კარკასონს" - 28:18 და ახლა 26 ქულით მე-7 ადგილზეა. ლოსაბერიძე და პეტრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" კი სტუმრად მოუგო "ნარბონს" - 40:12. "ალპელებმა" სტარტზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ თამაშს უმატეს და პირველ დივიზიონში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტები არიან. მენაბდიშვილს "ნარბონთან" არ უთამაშია.
II დივიზიონი
X ტური
ალბი-ექსი 19:16, ოში-ლა როშელი 21:25, ბეზიე-პერიგო 21:13, ნარბონი-გრენობლი 12:40, პო-კარკასონი 28:18, ოიონაქსი-დაქსი 18:22, ბურგუენი-ტარბი 21:9, მონ დე მარსანი-ორიაკი 40:3
სატურნირო მდგომარეობა
1. დაქსი - 40 ქულა, 2. გრენობლი - 33, 3. ოიონაქსი - 32, 4. ლა როშელი - 27, 5. ალბი - 26, 6. მონ დე მარსანი - 26, 7. პო - 26, 8. ექსი - 24, 9. ბურგუენი - 23, 10. კარკასონი - 23, 11. ტარბი - 21, 12. ოში - 19, 13. ორიაკი - 16, 14. ნარბონი - 15, 15. ბეზიე - 14, 16. პერიგო - 9.
ფედერალ 1 დივიზიონი
ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდები კვლავ წარმატებულად ასპარეზობენ A და D ჯგუფებში.
A ჯგუფს "ქართული გუნდების" ოთხეული ლიდერობს. შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბობინი" - 17:14 და ახლა 23 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია თამაშში 23-ე წუთზე ჩაერთო.
ამდენივე ქულა აქვს და მეორე ადგილზეა დავით ბოლღაშვილის "ლილი", რომელმაც შინ მოუგო ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონს" - 30:23. მონლუსონელებს 19 ქულა აქვთ და ამჟამად მესამე ადგილზე არიან.
"მონლუსონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხეა გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონი", რომელმაც სტუმრად მოუგო აუტსაიდერ რეზო გიგაურის, დიმა ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის "ბულონს" - 29:9.
A ჯგუფი
მასი-ბობინი 17:14, ლილი-მონლუსონი 30:23, ბულონი-დიჟონი 9:29, სტრასბური-ორლეანი 13:5, მაკონი-ნევერი 26:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 23 ქულა, 2. ლილი - 23, 3. მონლუსონი - 19, 4. დიჟონი - 18, 5. ბობინი - 16, 6. მაკონი - 15, 7. ნევერი - 14, 8. სტრასბური - 10, 9. ორლეანი - 7, 10. ბულონი - 0.
* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი ამ დროისთვის გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს, რომელიც 12 ქულით მესამე ადგილზეა. ამ გუნდის შეხვედრა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენთან" უამინდობის გამო გადაიდო.
დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ", რომელიც წლეულს უჩვეულოდ ცუდად ასპარეზობს სტუმრად წააგო ლიდერ "მონტობანთან" - 16:22. მეორეადგილოსანმა "ბურგ ან ბრესმა" შინ მშრალი ანგარიშით 36:0 დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი".
B ჯგუფი
მონტობანი-ნიცა 22:16, რომანი-კასტანე 30:22, ბურგ ან ბრესი-შატორენარი 36:0, ნიმი-პოკენი 38:3, ლა სეინი-სენტ ეტიენი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 25 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 23, 3. ლა სეინი - 13, 4. კასტანე - 13, 5. სენტ ეტიენი - 11, 6. ნიმი - 8, 7. რომანი - 8, 8. შატორენარი - 8, 9. ნიცა - 3, 10. პოკენი - 3.
* * *
C ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენმა". ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამარცხა "მორლაა" 39:16. კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა გუნდს 24 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და სამი გარდასახვა). ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშა ჩხაიძემაც.
C ჯგუფი
ვანი-სენ ჟან დე ლუზი 24:23, სენ ჟუნიენი-მორლაა 39:16, ლანჟონი-კოლომიე 18:33, ლავორი-სენ ნაზერი 18:17, აგეტმო-სენ მედარი 24:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 26 ქულა, 2. სენ ჟან დე ლუზი - 15, 3. ვანი - 14, 4. ლავორი - 14, 5. სენ მედარი - 14. 6. ლანჟონი - 12, 7. სენ ნაზერი - 12, 8. მორლაა - 12, 9. სენ ჟუნიენი - 11, 10. აგეტმო - 10.
* * *
D ჯგუფში ლიდერ "ლურდს" ერთი ქულით ჩამორჩება დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი", რომელმაც შინ დაამარცხა მარმანდი 25:19. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
D ჯგუფი
ლურდი-მოლეონი 43:7, ოლორონი-ტიროსი 25:24, ბლანიაკი-ლანამეზანი 24:16, რიბერაკი-ლიმოჟი 9:21, ვალანს დაჟენი-მარმანდი 25:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლურდი - 23 ქულა, 2. ვალანს დაჟენი - 22, 3. ლიმოჟი - 19, 4. ტიროსი - 18, 5. ოლორონი - 15, 6. ბლანიაკი - 13, 7. ლანამეზანი - 11, 8. მარმანდი - 6, 9. რიბერაკი - 5, 10. მოლეონი - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"