ორი ლიდერია, ორიც პოტენციური ლიდერი

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების მეორე ტურში, ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასზე" მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა გუნდებზე, კვლავ ბევრად უკეთ ითამაშეს "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" მებრძოლმა "ქართულმა გუნდებმა". ამ ტურნირზე ჩვენებურთა ოთხი გუნდიდან ორმა ორივე ტურში გაიმარჯვა და თავიანთ ჯგუფებში ლიდერები არიან.

"ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში, A ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა. კასტრელებმა ამჯერად შინ წააგეს მატჩი ირლანდიურ "მანსტერთან" - 24:27. არადა, ჩვენებურის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და მე-10 წუთისთვის მშრალი ანგარიშით, 11:0-ს იგებდა.

ირლანდიურმა კლუბმა მდგომარეობა მატჩის ბოლო 20-წუთიან მონაკვეთში გამოასწორა. 70-ე
წუთზე კი ანგარიშიც გაათანაბრა - 24:24. "მანსტერს" გამარჯვება, ისევე როგორც პირველი ტურის შეხვედრაში, ამჯერადაც მატჩის ბოლო წუთზე მგეზავმა რონან ოგარას დიდოსტატურმა არეკნმა მოუტანა.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა უესლურმა "ჰლანეჰლიმ", რომელმაც სტუმრად სძლია ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 23"28.

A ჯგუფი
ნორსჰემპთპონი-ჰლანეჰლი 23:28, კასტრი-მანსტერი 24:27
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 9 ქულა, 2. მანსტერი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 2, 4. კასტრი - 1.

III ტური
კასტრი-ნორსჰემპთონი, ჰლანეჰლი-მანსტერი

***

სტუმრად ინგლისურ "ბასსთან" დასანანი მარცხი განიცადა C ჯგუფში მოსაპარეზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" - 13:16. ჩვენებურთა გუნდმა პირველი ტაიმის საწყის 25 წუთი სუსტად ითამაშა და მეტოქეს ათი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა, რასაც მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე კიდევ ერთი საჯარიმო მიუმატეს - 16:3.

მოპელიელები ამის შემდეგ ბევრად უფრო ორგანიზებულად, მძლავრად ათამაშდნენ. გუნდს კვლავ ლიდერობდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც ამჯერად რვა ნომრად გაისარჯა.

ძირითად შემადგენლობაში 48 წუთი ითამაშა შერკინების ახალგაზრდა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, რომელიც სულაც არ იყო "მონპელიეს" სუსტი რგოლი. 46-ე წუთზე "მონპელიეს" მიერ ორგანიზებულ სალელოვე შეტევაში, გორგოძემ და ნარიაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

მე-60 წუთიდან, როცა უკვე ანგარიში 16:13 იყო ინგლისური კლუბის სასარგებლოდ, მოედანზე კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი გამოჩნდა, რომელმაც მონპელიელთა შერკინება საგრძნობლად გააძლიერა. სტუმრები ბევრს ეცადნენ "ბასის" წინააღმდეგობის დაძლევას, მაგრამ მასპინძლები დაცვაში უშეცდომოდ გაისრაჯნენ და ქართველთა გუნდი, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დააჯერეს.

შველიძე განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში, ირლანდიურმა "ლენსტერმა" შინ დაამარცხა შოტლანდიური გლაზგო - 38:13 და გალიდერდა.

C ჯგუფი
ლენსტერი-გლაზგო 38:13, ბასი-მონპელიე 16:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 7 ქულა, 2. ბასი - 5, 3. გლაზგო - 4, 4. მონპელიე - 3.

III ტური
გლაზგო-მონპელიე, ბასი-ლენსტერი

***

D ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ გაანადგურა იტალიური "აირონი" - 54:3. "ვულკანებმა" მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს და იოტისოდენა შანსიც არ დუტოვეს. ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. ამავე ჯგუფში ლიდერმა ინგლისურმა "ლესტერმა" შინ მოუგო ირლანდიურ "ალსტერს" - 20:9.

D ჯგუფი
კლერმონი-აირონი 54:3, ლესტერი-ალსტერი 20:9
სატურნირო მდგომარეობა.
1. ლესტერი - 8 ქულა, 2. კლერმონი - 6, 3. ალსტერი - 4, 4. აირონი - 0.

III ტური
ალსტერი-აირონი, კლერმონი-ლესტერი.

B ჯგუფი
კარდიფი-ლონდონ აირიში 24:18, ედინბურგი-მეტრო რასინგი 48:47
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 9 ქულა, 2. კარდიფი - 8, 3. მეტრო რასინგი - 3, 4. ლონდონ აირიში - 2.

III ტური
კარდიფი-ედინბურგი, მეტრო რასინგი-ლონდონ აირიში

E ჯგუფი
ბიარიცი-სარასენზი 15:10, ბენეტონი-ოსფრიზი 26:26
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 6 ქულა, 2. ოსფრიზი - 6, 3. ბიარიცი - 5, 4. ბენეტონი - 2.

III ტური
ბენეტონი-ბიარიცი, სარასენზი-ოსფრიზი.

F ჯგუფი
გლოსტერი-ჰარლიქვინზი 9:28, ქონოთი-ტულუზი 10:36
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 8 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 8, 3. გლოსტერი - 1, 4. ქონოთი - 1.

***

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, როგორც უკვე ვთქვით, ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ლიდერობს. B ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად მოუგო გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს" - 26:19. ქართველთაგან მხოლოდ ქუბრიაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა.

ამავე ჯგუფში, ინგლისურმა "ნიუკასლმა" სტუმრად მოუგო იტალიურ "პადოვას" - 34:3 და "ტულონთან" ერთად ცხრა-ცხრა ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

B ჯგუფი
პადოვა-ნიუკასლი 3:34, ლიონი-ტულონი 19:26
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 9 ქულა, 2. ტულონი - 9, 3. ლიონი - 1, 4. პადოვა - 0.

III ტური
ნიუკასლი-ტულონი, ლიონი-პადოვა

***

E ჯგუფის ლიდერი დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივია", რომელმაც მეორე ტურში სტუმრად დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "აჟენი" - 29:8. ხინჩაგიშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 42-ე წუთზე გაასინბინა, 54- წუთზე კი შეცვალეს, ნატრიაშვილი სათადარიგოთა შორის გახლდათ, თუმცა თამაშმა არ მოუწია, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში, ინგლისურმა "სეილ შარქსმა" შინ გაანადგურა ესპანური "ლა ვილა" - 59:6.

E ჯგუფი
სეილ შარქსი-ლა ვილა 59:6, აჟენი-ბრივი 8:29
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 8 ქულა, 2. სეილ შარქსი - 5, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა – 0.

III ტური
აჟენი-სეილ შარქსი, ლა ვილა-ბრივი.

A ჯგუფი
სტად ფრანსე-ბუქარესტი 49:3, კროკიატი-წორსტერი 3:24
სატურნირო მდგომარეობა.
1. სტად ფრანსე - 9 ქულა. 2. ვორსტერი - 5, 3. ბუქარესტი - 5, 4. კრიკიატი - 0.

III ტური
კროკიატი-სტად ფრანსე, ბუქარესტი-ვორსტერიჩ ჯგუფი

C ჯგუფი

ბაიონი-ბორდო 20:3, ვოსფსი-როვიგო 38:7
სატურნირო მდგომარეობა
1. წოსფსი - 10 ქულა, 2. ბაიონი - 9, 3. ბორდო - 0, 4. როვიგო - 0.

III ტური
როვიგო-ბორდო, ბაიონი-ვოსფსი.

D ჯგუფი
ნიუპორტი-პერპინიანი 23:13, ექსეტერი-პრატო 68:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 9 ქულა, 2. ეხსეტერი - 6, 3. პერპინიანი - 4, 4. პრატო - 0.

III ტური
პერპინიანი-პრატო, ექსეტერი-ნიუპორტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული