"ესპუარებშიც" ორი ლიდერი გვყავს

AutoSharing Option
საფრანგეთის ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების შეჯიბრებაში ხუთი ტურის შემდეგ A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "კლერმონი" და "ტულონი" ლიდერობს.

ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა" შინ გაანადგურა ფრანგული რაგბის გრანდის, "ტულუზის" სათადარიგო გუნდი - 40:13.

"უმცროს ვულკანებს" 19 ქულა დაუგროვდათ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან და ერთი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს", რომელმაც შინ მოუგო დავით ლოსაბერიძის "პოს" - 23:16. ჩვენებურის ეს გუნდი 8 ქულით მე-7 ადგილზეა.

A ჯგუფი
V ტური
პერპინიანი-მონპელიე 29:18, ტულონი-პო
23:16, კლერმონი-ტულუზი 40:13, ბურგუენი-აჟენი 37:25, ბაიონი-ლიონი 23:23
სატურნირო მდგომარეობა
1. სკლერმონი - 19 ქულა, 2. ტულონი - 18, 3. ბაიონი - 14, 4. პერპინიანი - 13, 5. აჟენი - 13, 6. ბურგუენი - 11, 7. პო - 8, 8. მონპელიე - 5, 9. ლიონი - 4, 10. ტულუზი - 4.

VI ტური
ტულუზი-პერპინიანი, პო-კლერმონი, ლიონი-მონპელიე, აჟენი-ტულონი, ბაიონი-ბურგუენი.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", რომელიც 10 ქულით მე-6 ადგილზეა, სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 17:43. "ალპელებს" ერთი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მე-7 საფეხური უკავია ირაკლი მირცხულავას "ტარბს", რომელმაც შინ მოუგო "მეტრო რასინგს" - 54:29.

B ჯგუფი
ტარბი-მეტრო რასინგი 54:29, ნარბონი-ბიარიცი 25:23, ლა როშელი-გრენობლი 43:17, სტად ფრანსე-ბრივი 32:20, ბორდო-კასტრი 16:30.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 21 ქულა, 2. ლა როშელი - 19, 3. ნარბონი - 16, 4. ბიარიცი - 14, 5. კასტრი - 11, 6. გრენობლი - 10, 7. ტარბი - 9, 8. ბრივი - 8, 9. ბორდო - 5, 10. მეტრო რასინგი - 2.

VI ტური
ბიარიცი-ბრივი, კასტრი-სტად ფრანსე, გრენობლი-ბორდო, მეტრო რასინგი-ლა როშელი, ნარბონი-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატი ურუშაძის ენისეი-სტმ რუსეთის ჩემპიონი გახდა !!!ვულოცავ!!!თქვენ რა არ იცით?
Jaba
11:01 24-11-2011
0

სიახლეები პოპულარული