ირაკლი ნატრიაშვილი საუკეთესოა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა და ფრანგული რაგბის გრანდმა "ტულუზმა" სტუმრად ფრედ ითამაშა "ბრივთან" - 9:9.

ეს ამბავი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. ბრიველთა შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის საუეკთესო მოთამაშედ დაასახელა.

"ტულუზის" წინააღმდეგ ჩვენებურმა 77 წუთი ითამაშა და მოედანზე გამორჩეული გახლდათ. ყველაზე მეტად დასამახსოვრებლი კი 30-ე წუთზე მის მიერ წამოწყებული შეტევა იყო. ნატრიაშვილმა მეტოქის ხაზის გაჭრა და 25 მეტრიანი სოლო რეიდი მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ ნატრიაშვილი
"ბრივში" სეზონის დაწყების წინ "არმიადან" გადავიდა. ფრანგულ კლუბში მასთან ერთად თამაშობენ ასევე საქართველოს ნაკრების მორაგბეები - ვასილ კაკოვინი და დავით ხინჩაგიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული