ისევ კოლელიშვილის შესახებ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის "ესპუართა", ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშების A ჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ, ქართველ მორაგებთა ორი გუნდი, "კლერმონი" და "ტულონი" ლიდერობს.

ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა" სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 10:9 დაამარცხა დავით ლოსაბერიძის "პო". "უმცროსი ვულკანები" 23 ქულით პირველ ადგილზე არიან და ოთხი ქულით უსწრებენ კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს", რომელმაც ასევე სტუმრად ითამაშა "აჟენთან" და 16:18 წააგო.

"კლერმონის" ოფიციალურ ვებგვერდი ისევ კოლელიშვილის თამაშს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი მესამეხაზელი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და
მალე ძირითად გუნდში ალექსანდრ ოდობერტს ღირსეულად შეცვლის.

VI ტური
A ჯგუფი
ტულუზი-პერპინიანი 14:23, პო-კლერმონი 9:10, ლიონი-მონპელიე 8:25, აჟენი-ტულონი 18:16, ბაიონი-ბურგუენი 18:16
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 23 ქულა, 2. ტულონი - 19, 3. ბაიონი - 18, 4. პერპინიანი - 17, 5. აჟენი - 17, 6. ბურგუენი - 12, 7. პო - 9, 8. მონპელიე - 9, 9. ლიონი - 4, 10. ტულუზი - 4.

VII ტური
პერპინიანი-პო, მონპელეი-ტულუზი, კლერმონი-აჟენი, ტულონი-ბაიონი, ბურგუენი-ლიონი

B ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგებთა გუნდები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არიან. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", რომელიც 14 ქულით მე-5 ადგილზეა, შინ მოუგო აუსტაიდერ "ბორდოს" 23:6.

"ალპელებს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმად წააგო მესამეადგილოსან "ნარბონთან" - 30:7.

B ჯგუფი
ბიარიცი-ბრივი 23:17, კასტრი-სტად ფრანსე 13:39, გრენობლი-ბორდო 23:6, მეტრო რასინგი-ლა როშელი 18:21, ნარბონი-ტარბი 30:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 26 ქულა, 2. ლა როშელი - 23, 3. ნარბონი - 20, 4. ბიარიცი - 18, 5. გრენობლი - 14, 6. კასტრი - 11, 7. ბრივი - 9, 8. ტარბი - 9, 9. ბორდო - 5, 10. მეტრო რასინგი - 3,

VII ტური
სტად ფრანსე-გრენობლი, ბრივი-კასტრი, ბორდო-მეტრო რასინგი, ლა როშელი-ნარბონი, ტარბი-ბიარიცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული