მეორეში კი მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" - 30:10. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა "მონპელიეს" ახალგაზრდა შერკინების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, ის 53-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მოედანი 12 წუთის შემდეგ დატოვა, ჟღენტმა კი თამაშში 70 წუთი დაჰყო, რატიანიძე შეხვდრაში 63-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში ლელო გაიტანა, კავთიძე და შველიძე
ამ მოგების შემდეგ "მონპელიემ" მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და ახლა 22 ქულით მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში ექვსი გუნდი განაგრძობს. "ლიონი" კი 13 ქულით სატურნირო ცხრილის ნაბოლარაა.
რაც შეეხება ბასკურ დაპირიპირებას, რომელშიც გამარჯვება "ბიარიცს" დარჩა 21:19, აქ ფრანგული ელიტური რაგბისთვის თითქმის უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა. თამაშის მსვლელობისას მოედანზე ჩხუბი ატყდა [იხილეთ ვიდეო]. საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბეს, იმანოლ არინორდოკს ორი თუ სამი მოწინააღმდეგე სცემდა. ეს ვერ აიტანა იმანოლის მამამ ლუსიენ არინორდოკმა, რომელიც მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, ის მოდანზე შეიჭრა და ჩხუბში ჩაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ იმანოლ არინორდოკმა და მამამისმა მოგვიანებით, ცალ-ცალკე მოიხადა ბოდიში, დამნაშავეს სასჯელი მაინც ემუქრება. კანონის თანახმად, შესაძლოა, ლუსიენ არინორდოკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ და 15 ათასი ევრო ჯარიმა გადაახდევინონ. ამასთან, მასვე აეკრძალება სტადიონზე რაგბის თამაშის ყურება ხუთი წლის განმავლობაში.
I დივიზიონი
გამოტოვებული
ლიონი-მონპელიე 10:30, ბიარიცი-ბაიონი 21:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 38 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. კასტრი - 33, 4. ტულონი - 30, 5. მეტრო რასინგი - 30, 6. აჟენი - 28, 7. სტად ფრანსე - 26, 8. მონპელიე - 22, 9. ბრივი - 21, 10. ბაიონი - 20, 11. პერპინიანი - 19, 12. ბორდო - 17, 13. ბიარიცი - 14, 14. ლიონი - 13.
XII ტური
ბორდო-ბრივი, ტულუზი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, აჟენი-ბაიონი, ლიონი-პერპინიანი, ბიარიცი-მონპელიე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"