აურზაური დიმიტრი ბასილაიას გამო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ვალანსს დაჟენში" წლეულს, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორიოდ თვით ადრე ჩაირიცხა. მან ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსანთა" რიგებში შესანიშნავად ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ეს, ცხადია, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ყველაზე მეტად კი ქართველი მორაგბით შოტლანდიური "ედინბურგი" დაინტერესდა, რომლის ხელმძღვანელობასაც ბასილაიას ხილვა თავის რიგებში დაუყოვნებლივ სურს. თუმცა, ამის გაცხარებული წინააღმდეგია "ვალანს დაჟენის" პრეზიდენტი ბერნარ დელბრელი, რომელიც აცხადებს, რომ ქართველ მორაგბეს არსად გაუშვებს.

"ვალანს დაჟენის" ოფიციალურ ვებ გვერდზე ამ საკითხს ვრცელი წერილი
მიუძღვნეს. გთვაზობთ ამონარიდს:
"ჩვენი გუნდის ახალწვეულმა მსოფლიოს თასზე ბრწყინვალედ ითამაშა და მთხოვნელთა რიგი დაუდგა. ყველაზე მეტად "ედინბურგი" აქტიურობს, რომელმაც ახლახან "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში პარიზული "მეტრო რასინგი" დაამარცხა.

ედინბურგელთა ასეთი ცხოველი ინტერესი, "ედინბურგის" მწვრთნელის მაიკ ბრედლის პიროვნებით შეიძლება აიხსნას. ის კარგად იცნობს ინგლისის ნაკრებისთვის ლელოს გამტან ბასილაიას, ვინაიდან შოტლანდიაში გადაბარგებამდე საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.

ერთი სიტყვით, როგორც უნდა იყოს, "ვალანს დაჟენის" ხელმძღვანელობას არავითარი სურვილი არა აქვს ნიჭიერი კავკასიელი სხვა ქვეყანაში გაუშვას.

ჩვენ მას გუნდიდან არ გავუშვებთ, ვინაიდან კლუბთან კონტრაქტი აქვს, რომელიც კანონითაა დაცული. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მას ხელი გავუმართეთ, რაც ახლა შეავახსენეთ კიდეც. დიდი იმედი გავქვს, რომ ბასილაია "ვალანს დაჟენთან" ერთად წარმატებულად იასპარეზებს და მერე, თუ რომელიმე პროფესიული ფრანგული კლუბისგან შეთავაზება ექნება, რატომაც არა, წავიდეს და ითამაშოს - თქვა ბერნარ დელბრელმა.

ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ორივე მხარეს ჰყოფნის გონიერება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 26 წლის მორაგბისთვის "ედინბურგი" უმაღლესი დონის რაგბის თამაშის შესანიშნავი საშუალებაა. იმედი გვაქვს, რომ ბასილაია სეზონის ბოლოსაც საინტერესო იქნება უმაღლესი რანგის პროფესიული გუნდებისთვის."

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ბასილაიას "ვალანს დაჟენი" ფედერალ 1 დივიზიონის D ჯგუფში ასპარეზობს და 23 ქულით პირველ ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიმა გადადი !
Qartveli!
18:01 08-12-2011
0
ტესტიტესტიტესტი
ტესტი
13:33 08-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული