ვიქტორ კოლელიშვილის მორიგი ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სათადარიგო გუნდების გათამაშებაში A ჯგუფს სათავეში ისევ ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი "კლერმონი" და "ტულონი" უდგას.

ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა" მე-7 ტურში შინ გაანადგურა"აჟენი" - 40:0. "უმცროსი ვულკანების" შორის კოლელიშვილი კვლავ გამორჩეული იყო, მან მეტოქეს ერთი ლელო გაუტანა.

"კლერმონის" ქომაგები კლუბის ვებ გვერდის ფორუმზე კოლელიშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურბენ. ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ქართველი მესამეხაზელი კანადელ ჯიმი კუდმორისა და მამუკა გორგოძის ნამყენი არისო.

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ასევე შინ, ოღონდ
დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბაიონი" - 30:24 და ახლა 24 ქულით მე-2 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ბერნარ ლაპორტმა ძირითად გუნდში იხმო და ინგლისში, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, "ნიუკასლთან" სათამაშოდ იახლა.

დავით ლოსაბერიძის "პომ", რომელიც 9 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად წააგო კატალონიურ "პერპინიანთან" - 7:57.

A ჯგუფი
პერპინიანი-პო 57:7, ტულონი-ბაიონი 30:24, ბურგუენი-ლიონი 0:16, მონპელიე-ტულუზი 20:16, კლერმონი-აჟენი 40:0
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 28 ქულა, 2. ტულონი - 24, 3. პერპინანი - 22, 4. ბაიონი - 19, 5. აჟენი - 17, 6. მონპელიე - 13, 7. ბურგუენი - 12, 8. პო - 9, 9. ლიონი - 8, 10. ტულუზი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული