"ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში A ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა შინ ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" - 41:22. მასპინძლებს დასაწყისში ოდნავ გაუჭირდათ, თუმცა გადამწყვეტ უპირატესობას მატჩის ბოლო 15 წუთში მაინც მიაღწიეს.
ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60-ე წუთიდან ჩაერთო. ამავე ჯგუფში გალიდერდა ირლანდიური "მანსტერი", რომელმაც სტუმრად პირველი მარცხი აგემა უელსურ "ჰლანეჰლის" - 17:14. ირლანდიური კლუბის წარმატება,
A ჯგუფი
კასტრი-ნორსჰეპმთონი 41:22, ჰლანეჰლი-მანსტერი 14:17
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 12 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 10, 3. კასტრი - 6, 4. ნორსჰეპმთონი - 3.
IV ტური
მანსტერი-ჰლანეჰლი, ნორსჰემპთონი-კასტრი
* * *
C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო შოტლანდიაში "გლაზგოსთან" - 15:20 და მხოლოდ ერთი საპრემიო ქულა ირგუნა. მონპელიელთა თავკაცმა ფაბიენ გალტიემ გორგოძე დაასვენა, შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ნარიაშვილმა 65-ე წუთზე შეცვალა, ჟღენტმა მოედანი სამი წუთის შემდეგ დატოვა.
ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ლენსტერმა" სტუმრად მოუგო ინგლისურ "ბასის" და გალიდერდა.
C ჯგუფი
გლაზგო-მონპელიე 20:15, ბასი-ლენსტერი 13:18
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 11 ქულა, 2. გლაზგო - 8, 3. ბასი - 6, 4. მონპელიე - 4.
IV ტური
მონპელიე-გლაზგო, ლენსტერი-ბასი
* * *
D ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ინგლსურ "ლესტერ ტაიგერზთან" 30:12 და 10 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, 36-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ მოუგო იტალიურ "აირონს" - 31:13.
D ჯგუფი
ალსტერი-აირონი 31:13, კლერმონი-ლესტერი 30:12
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ალსტერი - 9, 3. ლესტერი - 8, 4. აირონი - 0
IV ტური
ლესტერი-კლერმონი, აირონი-ალსტერი.
B ჯგუფი
კარდიფი-ედინბურგი 25:8, მეტრო რასინგი-ლონდონ აირიში 14:34
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 12 ქულა, 2. ედინბურგი - 9, 3. ლონდონ აირიში - 7, 4. მეტრო რასინგი - 3.
IV ტური
ედინბურგი-კარდიფი, ლონდონ აირიში-მეტრო რასინგი
E ჯგუფი
ბენეტონი-ბიარიცი 30:26, სრასენზი-ოსფრიზი 31:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. სრასენზი - 10 ქულა, 2. ოსფრიზი - 7, 3. ბიარიცი - 7, 4. ბნეტონი - 6.
IV ტური
ოსფრიზი-სარასენზი. ბიარიცი-ბენეტონი
F ჯგუფი
ჰარლიქვინზი-ტულუზი 10:21, ქონოთი-გლოსტერი 10:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 12 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 8, 3. გლოსტერი - 5, 4. ქონოთი - 1.
IV ტური
გლოსტერი-ქონოთი, ტულუზი-ჰარლიქვინზი
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, მესამე ტურში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან, მხოლოდ ორმა მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ყველა ინარჩუნებს.
B ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონმა". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად დაამარცხა ჯგუფის აუტსაიდერი "პადოვა" 31:16 და ახლა 5 ქულით მესამე ადგილზეა.
კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 57-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძე განაცხადში არ იყო. "ლიონს" ხუთი ქულით უსწრებს და მეორე ადგილზეა, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიაქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნიუკასლთან" - 3:6. როგორც უკვე ვწერდით, ამ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა.
B ჯგუფი
ნიუკასლი-ტულონი 6:3, ლიონი-პადოვა 31:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 13 ქულა, 2. ტულონი - 10, 3. ლიონი - 5, 4. პადოვა - 0.
IV ტური
პადოვა-ლიონი, ტულონი-ნიუკასლი.
* * *
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა E ჯგუფის ლიდერმა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა". ამჯერად ბრიველებმა სტუმრად დაამარცხეს ესპანური "ლა ვილა" - 47:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უგო მილამ მათ დასვენების საშუალება მისცა.
ამავე ჯგუფში შინ წააგო ინგლისურ "სეილ შარქსთან" ბექა შეყლაშვლის "აჟენმა" - 14:29.
E ჯგუფი
აჟენი-სეილ შარქსი 14:29, ლა ვილა-ბრივი 18:47.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 13 ქულა, 2. სეილ შარქსი - 10, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.
IV ტური
ბრივი-ლა ვილა, სეილ შარქსი-აჟენი.
A ჯგუფი
კროკიატი-სტად ფრანსე 0:57, ბუქარესტი-ვორსტერი 13:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 14 ქულა, 2. ვორსტერი - 14, 3. ბუქარესტი - 5, კროკიატი - 0.
IV ტური
სტად ფრანსე-კროკიატი, ვორსტერი-ბუქარესტი.
C ჯგუფი
როვიგო-ბორდო 7:31, ბაიონი-ვოსფსი 19:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 13 ქულა, 2. ვოსფსი - 10, 3. ბორდო - 5, 4. როვიგო - 0.
IV ტური
ბორდო-როვიგო, ვოსფსი-ბაიონი.
D ჯგუფი
პერპინიანი-პრატო 54:20, ექსეტერი-ნიუპორტი 14:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 13 ქულა, 2. პერპინიანი - 9, 3. ექსეტერი - 4. პრატო – 0.
IV ტური
პრატო-პერპინინი, ნიუპორტი-ექსეტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"