"ჰეინეკენის თასის" გათამაშების მესამე ტურში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი მძიმედ დაშავდა. ის მატჩის 37-ე წუთზე მოედნიდან მხარზე მწვავე ტკივილის გამო გაიყვანეს.
როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ზირაქაშვილის წინამხრის ძვალის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს. ექიმების დასკვნის თანახმად ის თამაშს ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.