პირველიც და ბოლოც ჩვენია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-14 ტურის შემდეგ, პირველი და ბოლო ადგილები ქართველ მორაგბეთა გუნდებს უჭირავთ.

პლეი ოფში მოხვედრის შანსს კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ინარჩუნებს.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", რომელიც დივიზიონს 47 ქულით ლიდერობს, შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი, მეორეადგილოსანი "დაქსი" - 18:16. შედეგად "ალპელებმა" უახლოეს მდევარს ხუთი ქულით გაუსწრეს.

მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

დავით ლოსაბერიძესა და ზერო პეტრიაშვილის "პომ" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" მშრალი ანგარიშით 0:26. ამ მარცხის გამო ჩვენებურთა გუნდი სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 38 ქულით მეოთხე
ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ", რომელიც 14 ქულით აუტსაიდერია, შინ მინიმალური სხვაობით წააგო მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 21:22.

მარგველაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, დადუნაშვილი მოდანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო მაგრაქველიძეც, რომელიც 44-ე წუთზე შეცვალეს, ზიბზიბაძე და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ მოუგო ლანგედოკურ "ბეზიეს" - 19:13. სამივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო, დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ასეიშვილი და ნაცარაშვილი კი ერთდროულად შეცვალეს 41-ე წუთზე.

II დივიზიონი
XIV ტური
ოში-მონ დე მარსანი 15:9, ორიაკი-ბეზიე 19:13, ლა როშელი-ექსი 34:3, ნარბონი-კარკასონი 12:14, ოიონაქსი-პო 26:0, გრენობლი-დაქსი 18:16, ალბი-ბურგუენი 41:17, პერიგო-ტარბი 21:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 47 ქულა, 2. დაქსი - 42, 3. მონ დე მარსანი - 39, 4. პო - 38, 5. ლა როშელი - 38, 6. ოიონაქსი - 37, 7. კარკასონი - 37, 8. ალბი - 36, 9. ბურგუენი - 35, 10. ექსი - 35, 11. ტარბი - 34, 12. ოში - 31, 13. ორიაკი - 26, 14. ნარბონი - 19, 15. ბეზიე - 17, 16. პერიგო - 14.

* * *

ფედერალ 1 დივიზიონში რამდენიმე შეხვედრა გადაიდო. ამიტომ სატურნირო ცხრილი სრულად არ ასახავს გუნდებს რეალურ მდგომარეობას.

თუმცა, A ჯგუფში ქართველ მორაგებთა გუნდები ცხრილის სათავეში მაინც მყარად არიან გამაგრებულნი.

გათამაშების ლიდერმა დავით ბოლღაშვილის "ლილმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასის" დამარცხება - 6:3. ლილელებმა ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვეს და პარიზულ გუნდს რვა ქულით გაუსწრეს.

ავთანდილ კოპალანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანმა" შინ გაანადგურა რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" - 55:3. ორლეანელები 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან. "ბულონი" კი ერთადერთი გუნდია მთელს დივიზიონში, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონმა" შინ დაამარცხა "სტრასბური" 31:13. ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონის" შეხვედრა შინ "მაკონთან" გადაიდო.

A ჯგუფი
ლილი-მასი 6:3, დიჟონი-სტრასბური 31:13, ორლეანი-ბულონი 55:3, მონლუსონი-მაკონი (გადაიდო), ბობინი-ნევერი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 37 ქულა, 2. მასი - 29, 3. მონლუსონი - 24, 4. ნევერი - 23, 5. მაკონი - 23, 6. დიჟონი - 23, 7. ბობინი - 20, 8. სტრასბური - 15, 9. ორლეანი - 13, 10. ბილონი - 0.

* * *

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლე სეინს" აქვს, რომელიც მე-9 ტურში სტუმრად დამარცხდა "კასტანესთან" - 9:19. ჩვენებურთა გუნდს ახლა 26 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

"ლა სეინს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ იოლად სძლია თენგიზ გელანტიას "ნიმს" - 26:8.

თავის ისტორიაში რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ". კოტ დაზურელებემ შინ აუტსაიდერი "პოკენი" გაანადგურეს - 94:0. "ნიცას" შედეგად 16 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზეა.

ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენმა" კი შინ წააგო სატურნირო ცხრილის მეზობელ ირაკლი ნინიძის "რომანთან" - 20:33. ეს უკანასკნელი ახლა მეტოქეს ერთი ქულით უსწრებს და მე-6 ადგილზეა.

B ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-მონტობანი 28:9, სენტ ეტიენი-რომანი 20:33, შატორენარი-ნიმი 26:8, ნიცა-პოკენი 94:0, კასტანე-ლა სეინი 19:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 34 ქულა, 2. მონტობანი - 30, 3. ლა სეინი - 26, 4. კასტანე - 26, 5. შატორენარი - 21, 6. რომანი - 19, 7. სენტ ეტიენი - 18, 8. ნიცა - 16, 9. ნიმი - 11, 10. პოკენი - 3.

* * *

C ჯგუფში ქართველ მორაგებთა ერთი გუნდია და ისიც აუტსაიდერია. მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩახაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენი" შინ დამარცხდა "ვანთან" - 12:16 და როგორც უკვე ვთქვით, 14 ქულით ბოლო ადგილზეა.

C ჯგუფი

სენ ჟუნიენი-ვანი 12:16, სენ ჟან დე ლუზი-კოლომიე 3:9, მორლაა-ლანჟონი 18:22. სენ მედარი-ლავორი (გადაიდო), სენ ნაზერი-აგეტმო (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 38 ქულა, 2. ვანი - 22, 3. ლავორი - 22, 4. ლანჟონი - 21, 5. სენ ჟან დე ლუზი - 18, 6. სენ მედარი - 18, 7. სენ ნაზერი - 16, 8. აგეტმო - 15, 9. მორლაა - 15, 10. სენ ჟუნიენი - 14.

* * *

D ჯგუფშიც ერთი ქართული გუნდია. დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენის" მატჩი სტუმრად "მოლეონთან" გადაიდო. ჩვენებურთა გუნდი ამჟამად 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.

D ჯგუფი
ბლანიაკი-ოლორონი 9:8, ლანამეზანი-რიბერაკი 15:13, ტიროსი-ლიმოჟი 31:13, მარმანდი-ლურდი (გადაიდო), მოლეონი-ვალანს დაჟენი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 32 ქულა, 2. ლიმოჟი - 28, 3. ლურდი - 25, 4. ვალანს დაჟენი - 24, 5. ოლორონი - 22, 6. ბლანიაკი - 22, 7. ლანამეზანი - 22, 8. მარმანდი - 10, 9. მოლეონი - 9, 10. რიბერაკი - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ საინტერესო იქნება ფედერალ ერთის მოთამაშეების ინტერვიუ:) მაგალითად გუშინ აეროპორტში დავინახე, რომ სუთიაშვილი ჩამოვიდა:) თან მსოფლიოც ითამაშა:)მართლა გვაინტერესებს გულშემატკივარს:)ერთI ინტერვიუ კარგი იქნებოდა:)
karlsoni
16:13 20-12-2011
0

სიახლეები პოპულარული