"კლერმონს" ახლა 38 ქულა დუგროვდა და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კოლელიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა "ვულკანების" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა თამაში ჯერ ისევ ესპუარებში უწევს.
კლერმონელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ იოლად სძლია "ლიონს" 42:14. ჩილაჩავამ თავიდან
ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად წააგო სატურნირო ცხრილის მეზობელ "ტულუზთან" -18:31.
ჩვენებურთა გუნდმა 13 ქულა დააგროვა და ახლა მერვე ადგილზეა.
A ჯგუფი
ტულუზი-პო 31:18, პერპინიანი-ბაიონი 18:17, კლერმონი-ბურგუენი 54:3, მონპელიე-აჟენი 11:12, ტულონი-ლიონი 42:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 38 ქულა, 2. ტულონი - 33, 3. პერპინიანი - 26, 4. აჟენი - 26, 5. ბაიონი - 20, 6. მონპელიე - 14, 7. ტულუზი - 13, 8. პო - 13, 9. ბურგუენი - 13, 10. ლიონი - 9.
B ჯგუფში, სადაც ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს ხუთი შეხევდრიდან სამი გადაიდო. არ უთამაშია ირაკლი მირცხულავას "ტარბს". ჩვნებურის ამ გუნდს, რომელიც 10 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად "ბორდოსთან" უნდა ეასპარეზა.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად წააგო "კასტრთან" - 16:31. "ალპელებს" ახლა 16 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან.
B ჯგუფი
სტად ფრანსე-ნარბონი 22:16, კასტრი-გრენობლი 31:16, ბორდო-ტარბი (გადაიდო), ბრივი-მეტრო რასინგი (გადაიდო), ლა როშელი-ბიარიცი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 40 ქულა, 2. ლა როშელი - 31, 3. ბიარიცი - 27, 4. ნარბონი - 27, 5. გრენობლი - 18, 6. კასტრი - 16, 7. ბრივი - 13, 8. ტარბი - 10, 9. მეტრო რასინგი - 7, 10. ბორდო - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"