ქართველი მორაგბის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩარიცხვამ, ცხადია, ფრანგულ, და არა მარტო ამ ქვეყნის, სპორტულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" უმალ გამოქვეყნა გიორგაძესთან ინტერვიუ.
- "ტულუზთან" კონტრაქტი უკვე გააფორმეთ. ვფიქრობთ, ეს თქვენს კარიერაში უბრალო ამბავი არ უნდა იყოს.
- "ტულუზის" ხელმძღვანელები ჯერ კიდევ სეზონის
თუმცა კონტაქტი ახალ ზელანდიიდან დაბრუნების შემდეგაც არ გაგვიწყვეტია. ახლა, როცა გარი ბოთა დაშავდა, უმალვე დამიკავშირდნენ.
ჩავაბარე ფიზმომზადების ტესტები, რომლებიც დადებითი აღმოჩნდა და სადილის შემდეგ კონტრაქტიც გავაფორმეთ.
- გამოდის ძალიან გაგიმართლათ სამხრეთაფრიკელი რომ დაშავდა.
- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ "ტულუზს" მაინც სჭირდებოდა ერთი შერკინების კვაჭი. ცხადია, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კვართი უნდა ვატარო. ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვივარჯიშო, საქმეს სერიოზულად მივუდგე და ეს ნდობა, რომელიც "ტულუზის" ხელმძღვანელებმა გამომიცხადეს, გავამართლო.
- ფიზიუკური მზადყოფნა როგორი გაქვთ, შეძლებთ ელიტარული, პირველი დივიზიონის დატვირთვებს გაუძლოთ?
- მსოფლიოს თასის გათამაშებიდან რომ დავბრუნდი, ერთი ხანობა უგუნდოდ ვიყავი, თუმცა ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. მერე ფედერალ 2 დივიზიონებში მოასპარეზე "მაზამეში" ვთამაშობდი. იქ კვირაში სამჯერ გვქონდა ვარჯიში და მატჩს უქმეებზე ვმართავდით. მინდა მადლობა გადავუხადო "მაზამეს" მორაგბეებსა და ხელმძღვანელებს, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს, რათა სპორტული ფორმა შემენარჩუნებინა.
- რა ამბიციები გაქვთ"ტულუზთან" დაკავშირებით?
- "კასტრში" ბოლო წელიწადი, ფაქტობრივად არ მითამაშია. არ მინდოდა რაგბიდან ასე უხმაუროდ წასვლა. მსურს კარიერა ამაღლებულ ნოტაზე დავასრულო. "ტულუზთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მინდა მაღალ დონეზე კიდევ ერთი წელიწადი ვითამაშო. "ტულუზმა" კარიერის გახანგრძლივების შესანიშნავი შანსი მომცა. ერთ სეზონს კიდევ აუცილებლად ვითამაშებ, ოღონდ სად, ჯერ არ ვიცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"