პლეი ოფისთის ხუთი იბრძოლებს

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფურ ტურნირზე დასკვნითი ეტაპის დრო დადგა. მომდევნო ორ უქმეებზე მეხუთე და მეექვსე ტურის შეხვედები გაიმართება. ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მირაგბეთა ოთხი გუნდი ასპარეზობს. ამათგან პლეი ოფში გასვლის ყველაზე რეალური შანსი ორს დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზს" აქვს.

განსხვავებული მდგომარეობაა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, სადაც ოთხი "ქართული გუნდიდან" შემეგ ეტაპზე გასასვლელად სამი იბრძვის.

"ჰეინეკენის თასის" გათამაშების A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" 6 ქულით ბოლო ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.
კასტრელები ჯგუფური
ტურნირის ბოლოსწინა ტურში სტუმრად ეთამაშებიან ირლანდიურ "მანსტერს", რომელიც 16 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უგდას.

ჩვენებურის გუნდის თავკაცებს, როგორც ჩანს, იმედი გადაეწურათ და ირლანდიაში საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ, თუმცა ფეიქრიშვილი მაინც ძირითად შემადგენლობაშია.

ამავე ჯგუფში უელსური "ჰლანეჰლი" შინ ინგლისურ "ნორსჰემპთონს" დაუპირისპირდება.

V ტური
A ჯგუფი
ჰლანეჰლი-ნორსჰემპთონი, მანსტერი-კასტრი

სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 16 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 11, 3. ნორსჰემპთონი - 8, 4. კასტრი - 6.

* * *
C ჯგუფში პლეი ოფში გასვლის ასევე თეორიული შანსი აქვს მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს", რომელიც 6 ქულით მესამე ადგილზეა. თუმცა, ჩვენებურთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ გადაწყვიტა ევროთასებს დაემშვიდობოს და მთელი კონცენტრაცია საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებზე გადაიტანოს.

"მონპელიე" ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში შინ ეთამაშება ინგლისურ "ბასს", თუმცა გალტიემ მატჩისთვის თითქმის სათადარიგო შემადგენლობა დაასახელა. ქართველთაგან მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილი ითამაშებს, ის ძირითად შემადგენლობაშია.

ამავე ჯგუფში მეორეადგილოსანი შოტლანდიური "გლაზგო" შინ მიიღებს ლიდერს, ირლანდიურ "ლენსტერს".

C ჯგუფი
მონპელიე-ბასი, გლაზგო-ლენსტერი

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 16 ქულა, 2. გლაზგო - 10, 3. მონპელიე - 6, 4. ბასი - 6.

* * *
დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" მართალია 11 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერი ირლანდიური "ალსტერი" მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ვულკანები" ბოლოსწინა ტურში აუტსაიდერს, იტალიურ "აირონს" სტუმრობენ, ხოლო ბოლო ტურში ირალანდიელებს მასპინძლობენ, ადვილი შესაძლებელია, რომ ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ.

კლერმონელები იტალიაში საბრძოლო შემადგენლობით გაემგზავრნენ. ზირაქაშვილი დაშავებულია და არ ითამაშებს. ლიდერი "ალსტერი" შინ ხვდება ინგლისურ "ლესტერს" და აუცილებლად მოგება მართებს.

D ჯგუფი
ალსტერი-ლესტერი, აირონი-კლერმონი

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 14 ქულა, 2. ლესტერი - 12, 3. კლერმონი - 11, 4. აირონი - 0.

* * *
აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" 13 ქულით F ჯგუფის ლიდერია და შინ ეთამაშება აუტსაიდერს, ირლანდიურ "ქონოთს". ცხადია, ტულუზელებს გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდებათ, მაგრამ ინგლისური კლუბები "ჰარლიქვინზი" და "გლოსტერი" კვალში უდგანან. მეორეადგილოსანი ჰარლიქვინზელები ლიდერს მხოლდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

გიორგაძეს ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

F ჯგუფი
ტულუზი-ქონოთი, ჰარლიქვინზი-გლოსტერი

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 13 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 12, 3. გლოსტერი - 9, 4. ქონოთი - 2.

* * *
ჰეინეკენის თასი
B ჯგუფი
მეტრო რასინგი-ედინბურგი, ლონდონ აირიში-კარდიფი

სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 13 ქულა, 2. ედინბურგი - 13, 3. ლონდონ აირიში - 8, 4. მეტრო რასინგი - 7.

E ჯგუფი
ოსფრიზი-ბენეტონი, სრასენზი-ბიარიცი

სატურნირო მდგომარეობა

1. სარასენზი - 14 ქულა, 2. ბიარიცი - 12, 3. ოსფრიზი - 8, 4. ბენეტონი - 6.

როგორც უკვე ვთქვით, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში პლეი ოფში გასასვლელად ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. ამათგან ორი "ტულონი" და "ბრივი" თავიანთი ჯგუფების ლიდერები არიან.

B ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც 15 ქულით პირველ ადგილზეა, შინ ეთამაშება გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს", რომელიც, მართალია, 10 ქულით მესამეა, მაგრამ წარმატების მიღწევის შემთხვევაში პლეი ოფში გასვლა შეუძლია.

ამ შეხვედრაში, რომელიც ტულონელთათვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ამავე ჯგუფში მეორეადგილოსანი, ინგლისური "ნიუკასლი" შინ მიიღებს იტალიურ "პადოვას".

V ტური
B ჯგუფი
ნიუკასლი-პადოვა, ტულონი-ლიონი

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 15 ქულა, 2. ნიუკასლი - 13, 3. ლიონი - 10, 4. პადოვა – 0.

* * *
E ჯგუფში ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილი "ბრივი", რომელიც 18 ქულით პირველ ადგილზეა შინ ეთამაშება ბექა შეყლაშვილის "აჟენს". შეყლაშვილმა და კომპანიამ აქამდე მხოლოდ 5 ქულის დაგროვება შეძლო და უშანსოდაა. ბრიველებს კი პირველი ადგილის გასანაღდებლად აუცილებლად გამარჯვება მართებთ.

მიუხედავად ამისა, "ბრივის" მთავარმა მწვრთნელმა უგო მოლამ ძირითადი მოთამაშეების დასვენება გადაწყვიტა, რადგან გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში საქმე ცუდად წაუვიდა და ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევს.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაშია, ნატრიაშვილი კი საათადარიგოთა შორისაა, კაკოვინი და ხინჩაგიშვილი ისვენებენ.

ამავე ჯგუფში, ინგლისური "სეილ შარქსი" სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერს, ესპანურ "ლა ვილას".

E ჯგუფი
ბრივი-აჟენი, ლა ვილა-სეილ შარქსი
1. ბრივი - 18 ქულა, 2. სეილ შარქსი - 15, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.

* * *
ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ბუქარესტი-სტად ფრანსე, ვორსტერი-კროკიატი

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 19 ქულა, 2. ვორსტერი - 15, 3. ბუქარესტი - 5, 4. კროკიატი - 0.

C ჯგუფი
ბორდო-ბაიონი 6:12, როვიგო-ვოსფსი
1. ბაიონი - 17 ქულა, 2. ვოსფსი - 14, 3. ბორდო - 10, 4. როვიგო - 1.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიონი - 17 ქულა, 2. ვოსფსი - 14, 3. ბორდო - 10, 4. როვიგო - 1.

D ჯგუფი
პრატო-ექსეტერი, პერპინიანი-ნიუპორტი

სატურნირო მდგომარება

1. ექსეტერი - 14 ქულა, 2. პერპინიანი - 14, 3. ნიუპორტი - 10, 4. პრატო - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული