ქართული ხუთეულის ბედს ბოლო ტური გადაწყვეტს

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა, მეხუთე ტურმა პლეი ოფის რამდენიმე მონაწილე გამოავლინა. თუმცა მათ შორის ქართველ მორაგბეთა გუნდები არ არიან. ბოლო ტურის წინ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ისევ ხუთი "ქართული გუნდი" ინარჩუნებს. პლე ოფში გასასვლელად მათ ბოლო ტურში მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში მეოთხედფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსი "კლერმონსა" და "ტულუზს" აქვს.

A ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" საქმე ისე აქვს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილს დასჯერდება. კასტრელებმა, რომლებიც შესანიშნავად ასპარეზობენ საფრანგეთის ჩემპიონატში, ევროთასებზე სრულიად საპირისპირო შედეგი
აჩვენეს.

ჩვენებურის გუნდმა ბოლოსწინა მატჩი სტუმრად გამართა ლიდერთან, ირლანდიურ "მანსტერთან" და 10:26 წააგო. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" სტუმრად მოუგო უელსურ "ჰლანეჰლის" - 29:17 და ახლა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ბოლო ტურში "კასტრი" უელსელებს უმასპინძლებს, ამ შეხვედრის ანგარიშს მნიშვნელობა მხოლოდ სტუმრებისთვის აქვს.


A ჯგუფი
ჰლანეჰლი-ნორსჰემპთონი 17:29, მანსტერი-კასტრი 26:10
სატურნირო მდგომარეობა.
1. მანსტერი - 20 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 12, 3. ჰლანეჰლი - 11, 4. კასტრი - 6.

VI ტური
კასტრი-ჰლანეჰლი, ნორსჰემპთონი-მანსტერი.

C ჯგუფში მოასპარეზე მამუკა გორგძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შესუსტებული შემადგენლობით შეძლო შინ აუტსაიდერის, ინგლისური "ბასის" დამარცხება - 24:22.

ქართველ მორაგბეთაგან მხოლოდ ნარიაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. "მონპელიემ" ამ გამარჯვების შემდეგ მეორე ადგილზე კი გადაინაცვლა, მაგრამ ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება ლიდერს, ირლანდიურ "ლენსტერს". ჩვენებურთა გუნდს იმის თეორიული შანსიღა აქვს, რომ საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის მოხვდეს, რათა პლეი ოფში გააღწიოს.

C ჯგუფი
მონპელიე-ბასი 24:22, გლაზგო-ლენსტერი 16:23
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 20 ქულა, 2. მონპელიე - 10, 3. გლაზგო - 10, 4. ბასი - 7.

VI ტური
ბასი-გლაზგო, ლენსტერი-მონპელიე.

D ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" პირველი ადგილის რეალური შანსი აქვს. "ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად იტალიური "აირონი" გაანადგურეს - 82:0. ჩვენებურის გუნდმა მეტოქეს 12 ლელო გაუტანა, აქედან სამ-სამი ჟულიენ მალზიოსა და სიტივენი სივივატუს ანგარიშზეა.

ამ გამარჯვების შემდეგ "კლერმონს" 16 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. ის სამი ქულით ჩამორჩება ირლანდიურ "ალსტერს", რომელმაც შინ დაამარცხა დიდი ანგარიშით ინგლისური "ლესტერი" - 41:7.

ბოლო ტურში "კლერმონი" სწორედ "ალსტერს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. "აირონთან" შეხვედრაში ზირაქაშვილს არ უთამაშია.

D ჯგუფი
ალსტერი-ლესტერი 41:7, აირონი-კლერმონი 0:82.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 19 ქულა, 2. კლერმონი - 16, 3. ლესტერი - 12, 4. აირონი - 0.

VI ტური
კლერმონი-ალსტერი, ლესტერი-აირონი.

F ჯგუფში ლიდერი აქვსენტი გიორგაძის "ტულუზია", რომელმაც შინ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სძლია აუტსაიდერს, ირლანდიურ "ქონოთს" - 24:3. ტულზელებს ახლა 18 ქულა აქვთ, მათ ორი ქულით ჩამორჩება ინგლისური "ჰარლიქვინზი", რომელმაც შინ დაამარცხა ასევე ინგლისური "გლოსტერი" - 20:14.

ბოლო ტურში "ტულუზი" "გლოსტერთან" სტუმრობს და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. გიორგაძე ტრავმირბულია და კიდევ თვენახევარი ვერ ითამაშებს.

F ჯგუფი
ტულუზი-ქონოთი 24:3, ჰარლიქვინზი-გლოსტერი 20:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 18 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 16, 3. გლოსტერი -10, 4. ქონოთი - 2.

VI ტური
ქონოთი-ჰარლიქვინზი, გლოსტერი-ტულუზი.

* * *

ჰეინეკენის თასი

B ჯგუფი
მეტრო რასინგი-ედინბურგი 24:27, ლონდონ აირიში-კარდიფი 15:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 17 ქულა, 2. ედინბურგი - 17, 3. ლონდონ აირიში - 9, 4. მეტრო რასინგი - 8.

E ჯგუფი
ოსფრიზი-ბენეტონი 44:17, სარასენზი-ბიარიცი 23:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. ოსფრიზი - 13, 3. ბიარიცი - 12, 4. ბენეტონი - 6.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდები უკეთ ასპარეზობენ. E ჯგუფში დღემდე დაუმარცხებელია დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი". ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლსოწინა ტურში ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 50:13 მოუგო.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ოთხი წუთით მეტი დაჰყო მოედანზე ხინჩაგიშვილმა, ნატრიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

ბოლო ტურში "ბრივი" სტუმრად ეთამაშება უახლოეს მდევარს, ინგლისურ "სეილ შარქსს", რომელმაც სტუმრად გაანადგურა ესპანური "ლა ვილა" - 69:10. ამ გუნდების მიერ დაგროვებულ ქულებს შორის სხვაობა სამი ქულაა და შესაბამისად, გამარჯვებული პირველ ადგილს გამოჰკრავს ხელს.

15 ქულით B ჯგუფის ლიდერია დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომლის დაპირისპირებაც შინ გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონთან" გვიან ღამით დასრულდა. ლიონელებს 10 ქულა აქვთ და მესამე ადგილზეა.

E ჯგუფი

ბრივი-აჟენი 50:13, ლა ვილა-სეილ შარქსი 10:69.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრივი - 23 ქულა, 2. სეილ შარქსი - 20, 3. აჟენი - 5, 4. ლავილა – 0.

VI ტური
აჟენი-ლა ვილა, სეილ შარქსი-ბრივი.

* * *

ჩელენჯ კაპი

A ჯგუფი
ბუქარესტი-სტად ფრანსე 13:34, ვორსტერი-კროკიატი 57:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 24 ქულა, 2. ვორსტერი - 20, 3. ბუქარესტი - 5, 4. კროკიატი – 0.

C ჯგუფი
ბორდო-ბაიონი 6:12, როვიგო-ვოსფსი 11:32.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 19 ქულა, 2. ბაიონი - 17, 3. ბორდო - 10, 4. როვიგო - 1.

D ჯგუფი
პრატო-ექსეტერი 10:50, პერპინიანი-ნიუპორტი 27:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტრი - 19 ქულა, 2. პერპინიანი - 18., 3. ნიუპორტი - 10, 4. პრატო - 0.

ფოტო: ანტონ ფეიქრიშვილი (უკანა პლანზე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტსტიის წაკითხვა მინდა და გამოკითხვას მოგდებს:(((სამჯერ შევავსე უკვე;)
karlsoni
10:54 17-01-2012
0

სიახლეები პოპულარული