"უმცროსმა ვულკანებმა" შინ "ლიონს" უმასპინძლეს და მშრალი ანგარიშით 59:0 მოუგეს. კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. "კლერმონს" 48 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
მას 9 ქულით ჩამორჩება ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა "პერპინიანი" - 28:26.
XI ტურში გაიმარჯვა ამ ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა მესამე გუნდმაც. დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად მოუგო
A ჯგუფი
აჟენი-პო 15:16, ტულონი-პერპინიანი 28:26, კლერმონი-ლიონი 59:0, ბაიონი-ტულუზი 9:16, ბურგუენი-მონპელიე 7:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 48 ქულა, 2. ტულონი - 37, 3. პერპინიანი - 32, 4. აჟენი - 31, 5. მონპელიე - 23, 6. ბაიონი - 21, 7. პო - 21, 8. ტულზი - 18, 9. ბურგუენი - 13, 10. ლიონი - 10.
შედარებით უარესად ასპარეზობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები B ჯგუფში. აქ ყველაზე უკეთესი შედეგი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" აქვს, რომელიც 20 ქულით მეხუთე ადგილზეა. "უმცროსი ალპელები" XI ტურში სტუმრად დამარცხდნენ აუტსაიდერ "მეტრო რასინგთან" - 7:8.
ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" კი შინ მოუგო სატურნირო ცხრილის მეზობელ "ბრივს" - 38:31. ტარბელებს 14 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.
B ჯგუფი
მეტრო რასინგი-გრენობლი 8:7, ნარბონი-კასტრი 36:13, ტარბი-ბრივი 38:31, ლა როშელი-სტად ფრანსე 43:22, ბორდო-ბიარიცი 14:29.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 45 ქულა, 2. ლა როშელი - 40, 3. ბიარიცი - 36, 4. ნარბონი - 32, 5. გრენობლი - 20, 6. კასტრი - 20, 7. ბრივი - 18, 8. ტარბი - 14, 9. მეტრო რასინგი - 11, 10. ბორდო - 7.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"