აქვსენტი გიორგაძის ტრავმა უფრო მძიმე გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტულუზის" შერკინების კვაჭისთვის, აქვსენტი გიორგაძისთვის წლევანდელი სეზონი დასრულდა.

"გლობუსამ" ფრანგული რაგბის გრანდის შემადგენლობაში მხოლოდ ორ მატჩში მოასწრო თამაში. მეორე შეხვედრა, რომელშიც ის ტულუზელთა მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, საბედისწერო აღმოჩნდა.

ექიმების პირველი დასკვნის თანახმად გიორგაძეს მხოლოდ თვენახევარი უნდა ემკურნალა. თუმცა, როგორც ახლახანს გაირკვა, ტრავმა გაციელბით სერიოზული აღმოჩნდა, მას მუხლის ძირა მყესი გაუწყდა, რის გამოც ქართველი მორკინალი მინიმუმ ოთხ თვეს ვერ შეძლებს ვარჯიშს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგაძე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ამის გამო, "ტულუზის"
ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს საფრანგეთის რაგბის ნაციონალურ ლიგას, კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატების უფლება მისცეს. შეგახსენებთ, რომ გუნდში ჯანმრთელი ერთადერთი შერკინების კვაჭიღა დარჩა, ეს საფრანგეთის ნაკრების მორკინალი ვილიამ სერვაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული