ქართველების "ბრივი" პლეი ოფშია, რიგში სამია

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტური "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ქართველ მორაგბეთა გუნდების მატჩებით გაიხსნა.

E ჯგუფში მოასპარეზე დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" პირველი ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბრიველებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა სტუმრად გამართეს უშუალო კონკურენტთან, ინგლისურ "სეილ შარქსთან" და 19:9 მოიგეს. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 9:6, თუმცა შესვენების შემდეგ "ბრივმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და
52-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა მოედანზე 13 წუთით მეტი დაჰყო, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ გაანადგურა აუტსაიდერი, ესპანური "ლა ვილა" - 62:7. აჟენელები 10 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდნენ. შეყლაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

E ჯგუფი
სეილ შარქსი-ბრივი 9:19, აჟენი-ლა ვილა 62:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 27 ქულა, 2. სეილ შარქსი - 20, 3. აჟენი - 10, 4. ლა ვილა - 0.

* * *
B ჯგუფში გათამაშებას დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" 20 ქულით ლიდერობს. ჩვენებურთა ამ გუნდს ორი ქულით ჩამორჩება "ნიუკასლი", რომელიც სტუმრად ეთამაშება გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს".

ლიონელებს ათი ქულა აქვთ და მესამე ადგილზეა. რაც შეეხება "ტულონს", მისი მეტოქე იტალიური "პადოვაა", რომელმაც ერთი თამაშიც კი ვერ მოიგო. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორისაა. გაფართოებულ შემადგენლობაში მიქაუტაძეც იყო, მაგრამ 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

B ჯგუფი
ლიონი-ნიუკასლი, პადოვა-ტულონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 20 ქულა, 2. ნიუკასლი - 18, 3. ლიონი - 10, 4. პადოვა - 0.

* * *
A ჯგუფი
კროკიატი-ბუქარესტი, სტად ფრანსე-ვორსტერი.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 24 ქულა, 2. ვორსტერი - 20, 3. ბუქარესტი - 5, 4. კრიკიატი - 0.

C ჯგუფი
ბაიონი-როვიგო, ვოსფსი-ბორდო.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 19 ქულა, 2. ბაიონი - 17, 3. ბორდო - 10, 4. როვიგო - 1.

D ჯგუფი
ექსეტერი-პერპინიანი, ნიუპორტი-პრატო.
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტერი - 19 ქულა, 2. პერპინიანი - 18, 3. ნიუპორტი - 10, 4. პრატო - 0.

* * *
ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში პლეი ოფში გასვლის შანსი აქ მოასპარეზე ოთხი "ქართული გუნდიდან" მხოლოდ ორს აქვს, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზს".

A ჯგუფში წარუმატებლად იასპარეზა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელსაც ბოლო ტურის წინ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. კასტრელები ბოლო ტურში უელსურ "ჰლანეჰლის" მასპინძლობენ, რომელიც მეორე ადგილსითვის იბრძვის. ფეიქრიშვილი განაცხადში არ არის.

ამავე ჯგუფში პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა ირლანდიურმა "მანსტერმა", რომელიც სტუმრად დაუპირისპირდება ინგლისურ "ნორსჰემპთონს".

A ჯგუფი
კასტრი-ჰლანეჰლი, ნორსჰემპთონი-მანსტერი.
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 20 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 12, 3. ჰლანეჰლი - 11, 4. კასტრი - 6.

* * *
C ჯგუფში ასევე უშანსოდაა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე". თუმცა თუ იგი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, დიდი შანსია, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პლეი ოფში გადაინაცვლოს.

საამისოდ "მონპელიემ" სტუმრად უნდა მოუგოს ირლანდიურ "ლენსტერს", რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი ერთი ტურით ადრე გაინაღდა. იმავდროულად შინ უნდა მოიგოს შოტლანდიურ "გლაზგოსთან" ინგლისურმა "ბასმა".

გორგოძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში არიან, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან.

C ჯგუფი
ბასი-გლაზგო, ლენსტერი-მონპელიე.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 20 ქულა, 2. გლაზგო - 11. 3. მონპელიე - 10, 4. ბასი - 7.

* * *
D ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელსაც 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მას სამი ქულით უსწრებს ირლანდიური "ალსტერი". "ვულკანები" ბოლო ტურში შინ სწორედ ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გააღწევენ.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ არის.

ამავე ჯგუფში ინგლისური "ლესტერი" იტალიურ "აირონს" უმასპინძლებს.

D ჯგუფი
კლერმონი-ალსტერი, ლესტერი-აირონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 19 ქულა, 2. კლერმონი - 16, 3. ლესტერი - 12, 4. აირონი - 0.

* * *
F ჯგუფის ლიდერია აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", რომელსაც 18 ქულა დაუგროვდა და უახლოესი მდევარი ინგლისური "ჰარლიქვინზი" ორი ქულით ჩამორჩება. ტულუზელები სტუმრად ეთამაშებიან უშანსოდ დარჩენილ ინგლისურ "გლოსტერს" და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გააღწევენ. გიორგაძე ტრავმირებულია.
ასევე სტუმრად ითამაშებს ირლანდიურ "ქონოთთან" ტულუზელთა კონკურენტი "ჰარლიქვინზი".

F ჯგუფი
ქონოთი-ჰარლიქვინზი, გლოსტერი-ტულუზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 18 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 16, 3. გლოსტერი - 10, 4. ქონოთი - 2.

B ჯგუფი
კარდიფი-მეტრო რასინგი, ედინბურგი-ლონდონ აირიში.
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 17 ქულა, 2. ედინბურგი - 17, 3. ლონდონ აირიში - 9, 4. მეტრო რასინგი - 8.

E ჯგუფი
ბენეტონი-სარასენზი, ბიარიცი-ოსფრიზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. ოსფრიზი - 13, 3. ბიარიცი - 13, 4. ბენტონი - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული