ქართველ მორაგბის ფრანგული კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც სპეციალურ ტესტებს ჩააბარებს. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში.
"ტულუზის" ხელმძღვანელები აპირებენ ჯაბა ევროთასების განაცხადშიც შეიყვანონ.
ცოტა რამ ჯაბა ბრეგვაძის შესახებ. ის 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ
შეგახსეენბთ, რომ "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით იანვრის დასაწყისში შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე აიყვანა. "გლობუსამ" მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
"ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატება და თვალი მეორე ქართველს ჯაბა ბრეგვაძეს დაადგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"