ევროპული რაგბის გრანდს ჯაბა ბრეგვაძე სურს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ევროპული რაგბის გრანდი "ტულუზი" საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით, ჯაბა ბრეგვაძით დაინტერესდა.

ქართველ მორაგბის ფრანგული კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც სპეციალურ ტესტებს ჩააბარებს. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში.

"ტულუზის" ხელმძღვანელები აპირებენ ჯაბა ევროთასების განაცხადშიც შეიყვანონ.

ცოტა რამ ჯაბა ბრეგვაძის შესახებ. ის 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ
მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში იასპაერზა.

შეგახსეენბთ, რომ "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით იანვრის დასაწყისში შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე აიყვანა. "გლობუსამ" მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

"ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატება და თვალი მეორე ქართველს ჯაბა ბრეგვაძეს დაადგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჯაბას!!!
omar korgazakhia
15:56 21-01-2012
0

სიახლეები პოპულარული