ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა".
"ვულკანებმა", რომლებიც D ჯგუფში ასპარეზობდნენ, პირველი ადგილი ბოლო ტურში გამარჯვებით დაისაკუთრა. ჩვენებურის გუნდის მეტოქე ირლანდიური "ალსტერი" იყო, რომელიც აქამდე ჯგუფს ლიდერობდა. "კლერმონს" შინ მეტოქის აუცილებლად დამარცხება მართებდა.
თამაში როგორც მოსალოდენელი იყო დაძბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის პირველი ნახევარი
შეხვედრის ბედი ფაქტობრივად შესვენების შემდეგ, 62-ე წუთზე გადაწყდა. იმ დროისთვის "ალსტერი" 12:9-ს იგებდა. მასპინძლების შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა ტიი პაოლომ ლელო გაიტანა, რომელიც მორგან პარამ გარდასახა - 16:12.
თამაშის დასრულებამდე გუნდებმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს და "კლერმონმა" მეოთხედფინალში გააღწია. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
ამავე ჯგუფში, მესამე ადგილზე გასულმა ინგლისურმა "ლესტერმა" შინ მოუგო იტალიურ "აირონს" - 33:6.
D ჯგუფი
კლერმონი-ალსტერი 19:15, ლესტერი-აირონი 33:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 20 ქულა, 2. ალსტერი - 20, 3. ლესტერი - 17, 4. აირონი - 0.
* * *
კურიოზული ამბები მოხდა E ჯგუფში, სადაც აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" ასპარეზობს. აქ პირველი ადგილისითვის ტულუზელებთან ერთად ინგლისური "ჰარლიქვინზიც" იბრძოდა. ბოლო ტურში ორივე გუნდი სტუმრად თამაშობდა და ორივეს გამარჯვება სჭირდებოდა. მოულოდნელად ორივე დამარცხდა და სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა, პირველი ადგილი და პლეი ოფის საგზური "ტულუზს" დარჩა.
ტულუზელები ბოლო ტურში სტუმრად დაუპირისპირდნენ ინგლისურ "გლოსტერს" და 24:34 დამარცხდნენ, არადა, პირველ ნახევარში, ერთი ხანობა ათი ქულის სხვაობით იგებდნენ - 17:7.
ჩვენებურის გუნდს ბედმა გაუღიმა, რადგან ჯგუფის აუტსაიდერმა, ირლანდიურმა "ქონოთმა" შინ მინიმალური სხვაობით აჯობა "ჰარლიქვინზს" - 9:8. ირლანდიურმა მედიამ ეს გამარჯვება ისტორიულად მონათლა.
E ჯგუფი
კონოთი-ჰარლიქვინზი 9:8, გლოსტერი-ტულუზი 34:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 18 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 17, 3. გლოსტერი - 15, 4. ქონოთი - 6.
* * *
A ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც ტურნირში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. კასტრელებმა ბოლო ტურში შინ ითამაშეს უელსურ "ჰლანეჰლიუსთან" და 13:16 წააგეს. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.
აქ პირველი ადგილი ირლანდიურმა "მანსტერმა" დაიკავა, რომელმაც ბოლო, მეექვსე ტურში სტუმრად მოუგო ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 51:36.
A ჯგუფი
კასტრი-ჰლანეჰლი 13:16, ნორსჰემთონი-მანსტერი 36:51
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 25 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 15, 3. ნორსჰემპთონი - 12, 4. კასტრი - 7.
* * *
ბოლო ტურის წინ C ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და "ემლინ ჩელენჯ კაპის" პლეი ოფში თამაშის შანსი ჰქონდა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად ითამაშა პირველადგილოსანთან, ირლანდიურ "ლენსტერთან" და 3:25 წააგო.
ირლანდიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას და პირველი ტაიმი 20:0 მოიგეს. "მონპელიემ" სამი ქულის აღება 66-ე წუთზე შეძლო, როცა უკვე 25:0 აგებდა.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 55-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ბასიმ" შინ მოუგო შოტლანდიურ "გლაზგოს" 23:18.
C ჯგუფი
ბასი-გლაზგო 23:18, ლენსტერი-მონპელიე 25:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 24 ქულა, 2. გლაზგო - 12, 3. ბასი - 11, 4. მონპელიე - 10.
* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს "ტულონმა" და "ბრივმა". B ჯგუფში მოსაპარეზე დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი, იტალიური პადოვა 50:6 და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ.
ამავე ჯგუფში გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანძის "ლიონმა" შინ მოუგო ინგლისურ "ნიუკასლს" 21:13 და 14 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
B ჯგუფი
ლიონი-ნიუკასლი 21:13, პადოვა-ტულონი 6:50.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 25 ქულა, 2. ნიუკასლი - 18, 3. ლიონი - 14, 4. პადოვა – 0.
* * *
E ჯგუფში მოასპარეზე დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" პირველი ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბრიველებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა სტუმრად გამართეს უშუალო კონკურენტთან, ინგლისურ "სეილ შარქსთან" და 19:9 მოიგეს.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 9:6, თუმცა შესვენების შემდეგ "ბრივმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს მონაპოვარის გაზრდის საშუალება არ მისცა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა მოედანზე 13 წუთით მეტი დაჰყო, კაკოვინი განაცხადში არ იყო.
ამავე ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ გაანადგურა აუტსაიდერი, ესპანური "ლა ვილა" - 62:7. აჟენელები 10 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდნენ. შეყლაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.
E ჯგუფი
აჟენი-ლა ვილა 62:7, სეილ შარქსი-ბრივი 9:19.
სატურნირო მდგოამრეობა
1. ბრივი - 27 ქულა, 2. სეილ შარქსი - 20, 3. აჟენი - 10, 4. ლა ვილა - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"