ევროთასებზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა. ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიან პლეი ოფში ოთხმა გააღწია.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" მეოთხედფინალში სტუმრად ითამაშებს შოტლანდიურ "ედინბურგთან" და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ირლანდიურ დერბიში, "მანსტერსა" და "ალსტერს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" კი ასევე სტუმრად ითამაშებს ინგლისურ "სარასენზთან". წარმატების შემთხვევაში კი მეტოქე ირლანდიურ "ლენსტერსა" და უელსურ "კარდიფს" შორის გამარჯვებული იქნება.

ორი გუნდი გვყავს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში. დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მიიღებს უელსურ "ჰლანეჰლის" და გამარჯვების
შემთვევაში ნახევარფინალში ინგლისურ "ვოსფსა" და ფრანგულ "ბიარიცს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონი" ასევე შინ ითამაშებს ინგლისურ "ჰარლიქვინზთან". ამ წყვილში მოგებულის მეტოქე კი შემდეგ ეტაპზე ფრანგულ "სტად ფრამსესა" და ინგლისურ "ექსეტერს" შორის გამარჯვებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული