ჯაბა ბრეგვაძე ფრანგულ გრანდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ევროპული რაგბის გრანდი "ტულუზი," საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით, ჯაბა ბრეგვაძით გაძლიერდა.

ქართველი მორაგბის ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპეციალური ტესტები ჩააბარა. ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში. "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ის ევროთასების განაცხადშიც შეიყვანეს.

ჯაბა ბრეგვაძე 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და
ჯგუფური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში იასპარეზა.

ამ ოთხი შეხვედრიდან ბრეგვაძე სამში ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებთან კი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.

ის ზრდილი, შრომისმოყვარე და როგორც ქართული რაგბის თემს შეეფერება, ღირსეული პიროვნებაა. იმედია, მისი კარიერა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ხანგრძლივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით იანვრის დასაწყისში შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე აიყვანა. "გლობუსამ" მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს. "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატება და თვალი მეორე ქართველს ჯაბა ბრეგვაძეს დაადგა.

აღსანიშნავია, რომ "ტულუზის" ხელმძღვანელობა ბოლო ხანს აქტიურადაა დაინტერესებული ქართველი მორაგბეებით. წინასწარი შეთანხმება კონტრაქტის გაფორმების თაობაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მიღწეულია კიდევ ერთ ქართველთან, შერკინების ბურჯ ვასილ კაკოვინთან, რომელიც ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტარულ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ჯაბა!ძაან მაგარ გუნდში გადავიდა.
sandro samkharadze
11:27 25-01-2012
0
გენაცვალე ჯაბა აბა შენ იცი წარმატებები!!!
omar korgazakhia
14:46 25-01-2012
0

სიახლეები პოპულარული