დავით ზირაქაშვილმა "კლერმონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ პირველ დივიზიონში სატრანსფერო ციებ-ცხელება ნაადრევად, თებერვალში იწყება.

ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი, ხმაურიანი თუ უხმაურო კონტრაქტები გაფორმდება. ზოგი კი უკვე არსებულს ახანგრძლივებს.

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა "კლერმონთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა 2+1 სისტემით.

ქართველი მორკინალი "კლერმონში" 2003 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს. 28 წლის ზირაქაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მორაგბეა, ვინც "ვულკანების" შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სულ "კლერმონის" ლურჯ-ყვითელი მაისურით დათომ 168 შეხვედრა გამართა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული