მამუკა გორგოძე მეორე ხაზში

AutoSharing Option
დღეს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მორიგი ტურის მატჩში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" პარიზულ "სტად ფრანსეს" უმასპინძლებს.

მონპელიელთა მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს გადაწყვეტილებით, გორგოძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მესამე ხაზში თამაშობს, ამჯერად მეორე ხაზში იასპარეზებს, რათა ტიბო პრივას არყოფნაში ეს პოზიცია გაამაგროს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგოძეს მიკრო ტრავმა აწუხებდა, თუმცა, სავარაუდოდ, საშიში არაფერია. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ასევე შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტი.

"მონპელიესთვის" ამ მატჩის
შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენებურთა გუნდი 35 ქულით მე-8 ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ "სტად ფრანსეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული