ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ლიონელები ახლა 24 ქულით მე-12 ადგილზე არიან და დივიზიონის დატოვება ემუქრებათ.
შეგახსნებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "ტულუზს", "კლერმონს", "ტულონს", "კასტრს" და "მონპელიეს" უკავიათ. მე-17 ტურის შეხვედრები მომავალ უქმეებზე გაიმართება.
I დივიზიონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 60 ქულა, 2. კლერმონი - 54.
XVII ტური
მონპელიე-პერპინიანი, ბიარიცი-ტულუზი, ტულონი-ბორდო, ლიონი-ბრივი, აჟენი-კასტრი, ბაიონი-სტად ფრანსე, კლერმონი-მეტრო რასინგი.
დიდთოვლობის გამო მე-19 ტურის ოთხი შეხვედრა გადაიდო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში. "ქართული გუნდებიდან" აქ მხოლოდ ორმა ითამაშა. თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში "ნარბონთან" - 19:21.
მიუხედავად იმისა, რომ პერიგოელებმა პირველი ტაიმი 3:12 წააგეს, 67-ე წუთისთვის 19:18-ს იგებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა გამარჯვების მომტანი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ "პერიგოს" შემადგენლობაში ერთადერთი ლელო მესამეხაზელმა გაუტიერ გიბუნმა გაიტანა, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრია.
მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილმა მოედანი 11 წუთის შემდეგ დატოვა, ზიბზიბაძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. "პერიგოს" ახლა 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად წააგო პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან, მეორეადგილოსან "დაქსთან" - 9:27. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. "პო" 55 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" ცხრა ქულით ჩამორჩება.
II დივიზიონი
XIX ტური
ბეზიე-ექსი 18:16, ოში-ოიონაქსი 39:17, ნარბონი-პერიგო 21:19, დაქსი-პო 27:9, გრენობლი-ალბი (გადაიდო), ორიაკი-ბურგუენი (გადაიდო), კარკასონი-ტარბი (გადაიდო), ლა როშელი-მონ დე მარსანი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 64 ქულა, 2. დაქსი - 61, 3. პო - 55, 4. მონ დე მარსანი - 52, 5. ლა როშელი - 51, 6. ალბი - 47, 7. ოში - 45, 8. ბურგუენი - 43, 9. კარკასონი - 43, 10. ექსი - 42, 11. ოიონაქსი - 42, 12. ტარბი - 41, 13. ორიაკი - 34, 14. ნარბონი - 28, 15. ბეზიე - 22, 16. პერიგო - 21.
XX ტური
ალბი-ოში, ექსი-ორიაკი, ოიონაქსი-ბეზიე, პერიგო-გრენობლი, კარკასონი-ლა როშელი, ბურგუენი-მონ დე მარსანი, დაქსი-ნარბონი, პო-ტარბი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"