ქართველთა გუნდებმა ლიონში ჯგუფური ჩხუბი გამართეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ერთი სკანდალურად დასრულდა.

აუტსაიდერმა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა" შინ მიიღო ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ტარიელ რატიანიძის "ბრივი". თამაში სტუმრებმა 22:9 მოიგეს და საგრძნობლად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

თამაში ძალზედ დაძაბული გამოდგა. რადგან ორივე გუნდი დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, მატჩის შედეგს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცეს. პირველი ტაიმი ფრედ 9:9 დასრულდა.

მეორე ნახევარში ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ 50- ე წუთზე ჯგუფური ჩხუბი ატყდა. მატჩის არბიტრმა ბრიველ პაბლო ჰენსა და ლიონელ
ტონი ტესტას წითელი ბარათი უჩვენა. მათ საკითხს საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლიონო კომიტეტი უახლეს სხდომაზე განიხილავს.

ამის გარდა, არბიტრმა თამაშის სხვადასხვა დროს მასპინძელთა სამი და სტუმართა ორი მორაგბე გაასინბინა. მათ შორის იყო ხინჩაგიშვილიც, რომელმაც სრულად ითამაშა და ათი წუთით იძულებითმა დასვენებამ მე-16 წუთიდან მოუწია.

კავთიძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო, ნატრიაშვილი და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ, კაკოვინმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

მეორე გამოტოვებულ შეხვედრაში ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ მოუგო ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" 23:12 და პელი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაშია და 56-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი
გამოტოვებული მატჩები
აჟენი-კასტრი 23:12, ლიონი-ბრივი 9:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 69 ქულა, 2. კლერმონი - 61, 3. ტულონი - 52, 4. მონპელიე - 48, 5. კასტრი - 48, 6. სტად ფრანსე - 42, 7. მეტრო რასინგი - 41, 8. აჟენი - 40, 9. ბორდო - 37, 10. ბრივი - 33, 11. პერპინიანი - 31, 12. ბაიონი - 29, 13. ბიარიცი - 25, 14. ლიონი - 24.

XIX ტური
ტულონი-მონპელიე, მეტრო რასინგი-ბაიონი, ბიარიცი-ბორდო, ბრივი-სტად ფრანსე. აჟენი-პერპინიანი, კლერმონი-ტულუზი, კასტრი-ლიონი.

* * *

მეორე დივიზიონში 21-ე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. აქ დამაჯერებლად ისევ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" ლიდერობს.

"ალპელებმა" შინ "ექსი" მიიღეს და დიდი ანგარიშით 39:9 მოუგეს. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

ლიდერთა შორისაა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო", რომელმაც სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნარბონთან" - 6:15.

ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "პომ" მარცხის მიუხედავად 59 ქულით მესამე ადგილი მაინც შეინარჩუნა.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო", რომელმაც 21-ე ტურში შინ დაამარცხა კახაბერ კობერიძის "ალბი" - 33:27.

ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, მაგრველაშვილმა მოედანი 10 წუთში დატოვა, კობერიძე განაცხადში არ იყო. "პერიგოს" ახლა 26 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

პერიგოელებს 11 ქულით უსწრებს და სატურნირო ცხრილში მე-13 საფეხური უკავია ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს", რომელმაც შინ მინუმალური სხვაობით წააგო "ოშთან" - 20:21.

ასეიშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ნაცარაშვილი მოედანზე შვიდი წუთის შემდეგ გამოჩნდა, დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო მეორეადგილოსან "დაქსს" 23:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ტარბელები 46 ქულით მე-10 ადგილზე არიან.

II დივიზიონი
XXI ტური
პერიგო-ალბი 33:27, ორიაკი-ოში 20:21, ტარბი-დაქსი 23:16, ბეზიე-ლა როშელი 26:34, ბურგუენი-ოიონაქსი 24:23, ნარბონი-პო 15:6, გრენობლი-ექსი 39:9, მონ დე მარსანი-კარკასონი 20:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 73 ქულა, 2. დაქსი - 66, 3. პო - 59, 4. მონ დე მარსანი - 56, 5. ლა როშელი - 55, 6. ალბი - 52, 7. ოში - 50, 8. კარკასონი - 48, 9. ბურგუენი - 47, 10. ტარბი - 46, 11. ექსი - 44, 12. ოიონაქსი - 43, 13. ორიაკი - 37, 14. ნარბონი - 33, 15. პერიგო - 26, 16. ბეზიე - 22.

XXII ტური
ალბი-ორიაკი, ტარბი-ბეზიე, ოში-ბურგუენი, ექსი-ნარბონი, კარკასონი-პერიგო, პო-გრენობლი, მონ დე მარსანი-ოიონაქსი, ლა როშელი-დაქსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული