ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზმა", რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშებას, შინ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" - 34:27. ტულიზელებს 11 წამყვანი მორაგბე აკლდათ. ამათგან რვა ეროვნულ ნაკრებში იყო მივლენილი, სამი კი ტრავმირებულია.
მატჩის მსვლელობისას ანგარიშში წინ მუდმივად სტუმრები იყვნენ. მასპინძლებმა ძალების კონცენტრაცია მხოლოდ თამაშის მიწურულს შეძლეს და თითქმის წაგებული შეხვედრა მოიგეს.
ბრეგვაძემ "ტულუზის" შემადგენლობაში პირველად
"ტულუზს" კვალში უდგას დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც მე-20 ტურში სტუმრად დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "აჟენი" - 29:20. მასპინძლებმა "ვულკანებს" სერიოზული ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმი მინამალური სხვაობით მოუგეს კიდეც. თუმცა კლერმონელებმა მაინც იმძლავრეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
შეყლაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი ტრავმირებულია.
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" სტუმრად ფრეს დასჯერდა "პერპინიანთან" - 22:22.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, ტულონელების უპირატესობა თვალშისაცემი იყო. სტუმრებმა პირველი ნახევარი ათი ქულის სხვაობით 16:6 მოიგეს.
კატალონურმა კლუბმა მატჩში გარადატეხის შეტანა თამაშის დასკვნით ათ წუთში შეძლო და მრისხანე "ტულონთან" ფრეს გამორჩა.
ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია, ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებში გაისარჯა, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბასკური "ბაიონი" - 37:26.
მასპინძლებს ამ მატჩში ორი წამყვანი მორაგბე, მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დააკლდათ. შესაბამისად, მეტოქის დასამარცხებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.
გორგოძემ და ნარიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს რუმინეთის ნაკრებთან მატჩში, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე განაცხადში არ იყო.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" სტუმრად წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 11:26. მასპინძელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი იყო, რომელმაც გუნდს 16 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა).
ხინჩაგიშვილი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 62-ე წუთზე გაასინბინეს; კაკოვინმა და ნატრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა" სტუმრად წააგო პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 19:40. რატიანიძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, კავთიძე კი მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა. "ლიონს" ახლა 26 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
I დივიზიონი
XX ტური
მეტრო რასინგი-ბორდო 22:13, ტულუზი-კასტრი 34:27, მონპელიე-ბაიონი 37:26, ბიარიცი-ბრივი 26:11, აჟენი-კლერმონი 20:29, სტად ფრანსე-ლიონი 40:19, პერპინიანი-ტულონი 22:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 73 ქულა, 2. კლერმონი - 69, 3. ტულონი - 58, 4. მონპელიე - 52, 5. კასტრი - 51, 6. მეტრო რასინგი - 49, 7. სტად ფრანსე - 47, 8. აჟენი - 44, 9. ბრივი - 37, 10. ბორდო - 37, 11. პერპინიანი - 34, 12. ბიარიცი - 34, 13. ბაიონი - 30, 14. ლიონი - 26.
XXI ტური
ბორდო - ტულუზი, სტად ფრანსე-აჟენი, ლიონი-ბიარიცი, კასტრი-მონპელიე, კლერმონი-პერპინიანი, ტულონი-მეტრო რასინგი, ბაიონი-ბრივი.
* * *
მეორე დივიზიონში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებსაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერმა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად მოუგო "ოშს" - 13:6. მენაბდიშვილს არ უთამაშია.
ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ", რომელიც 68 ქულით მესამე ადგილზეა, შინ მოუგო ერთ-ერთ კონკურენტ "ალბის" 37:14.
ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგომ" სტუმრად წააგო დიდი ანგარიშით "ოიონაქსთან" - 7:43. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო. პერიგოელებს ახლა 27 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "კარკასონი" - 20:15. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ასეიშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილმა მოედანზე 23 წუთით მეტი დაჰყო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ექსთან" - 39:32. ორივე ქართველი თამაშში ერთდროულად, 48-ე წუთიდან ჩაერთო.
II დივიზიონი
XXIII ტური
პო-ალბი 37:14, ნარბონი-ბეზიე 20:13, ორიაკი-კარკასონი 20:15, დაქსი-მონ დე მარსანი 20:13, ოიონაქსი-პერიგო 43:7, ექსი-ტარბი 39:32, ლა როშელი-ბურგუენი 33:19, ოში-გრენობლი 6:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 78 ქულა, 2. დაქსი - 70, 3. პო - 68, 4. ლა როშელი - 63, 5. მონ დე მარსანი - 62, 6. ალბი - 56, 7. ოში - 55, 8. კარკასონი - 53, 9. ექსი - 49, 10. ოიონაქსი - 48, 11. ბურგუენი - 47, 12. ტარბი - 47, 13. ორიაკი - 41, 14. ნარბონი - 41, 15. ბეზიე - 28, 16. პერიგო - 27.
XXIV ტური
ბურგუენი-ექსი, ბეზიე-ოში, პერიგო-ორიაკი, ოიონაქსი-კარკასონი, ნარბონი-ლა როშელი, მონ დე მარსანი-პო. გრენობლი-ტარბი, ალბი-დაქსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"