ორი ქართველი მორაგბე ევროპულ გრანდში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ჯაბა ბრეგვაძე ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდში, "ტულუზში" წელს, იანვრის ბოლოს ჩაირიცხა, როცა ამ გუნდის კიდევ ერთმა შერკინების კვაჭმა აქვსენტი გიორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და "ტულუზს" სამედიცინო "ჯოკერის" დამატება დასჭირდა.

ჯაბამ გასულ უქმეებზე პირველად ითამაშა ტულუზელების შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე და დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

როგორც ფრანგული სპორტული ვებგვერდი MRC Sport იუწყება, "ტულუზმა" ბრეგვაძეს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მართალია, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, მაგრამ თვით ფაქტი მართლაც ღირსშესანიშნავია.

თუ ჯაბა ბრეგვაძე "ტულუზის" ხელმძღვანელების პირობებს დათანხმდა, ამ
გუნდში მომავალი სეზონიდან ორი ქართველი მორკინალი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ "ტულუზთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ვასილ კაკოვინმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივის" ღირსებას იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული