ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს A ჯგუფში მოასპარეზე "მასის" და "ლილს", ექვსი კი ბრძოლას განაგრძობს.
დავით ბოლღაშვილის "ლილმა" მე-16 ტურში აუტსაიდერს, რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 48:0 დაამარცხა. ქართველთაგან მხოლოდ გიორგაძემ ითამაშა.
მეორეადგილოსანმა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად მოუგო გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონს" - 14:18. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 50-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს და მჭედლიშვილს
ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონმა", რომელიც მეოთხე ადგილზეა, შინ დაამარცხა "სტრასბური" - 33:14. ყუფარაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, დადუნაშვილი განაცხადში არ იყო.
A ჯგუფი
ლილი-ბულონი 48:0, ორლეანი-ნევერი 17:20, დიჟონი-მასი 14:18, მონლუსონი-სტრასბური 33:14, ბობინი-მაკონი 16:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 66 ქულა, 2. მასი - 62, 3. ნევერი - 45, 4. მონლუსონი - 45, 5. მაკონი - 45, 6. დიჟონი - 41, 7. ბობინი - 33, 8. სტრასბური - 30, 9. ორლეანი - 16, 10. ბულონი - 0.
* * *
B ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის შანსი გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინის" და ირაკლი ნინიძის "რომანს" აქვს.
ლასეინელებმა სტუმრად წააგეს გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 7:29. ლაბაძემ სრულად ითამაშა, ბელქანია 61-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, მაისურაძე ტრავმირებულია.
ირაკლი ნინიძის "რომანმა" სტუმრად დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" - 13:6. ნინიძე თამაშში 54-ე წუთიდან შევიდა, კუთარაშვილმა სრულად ითამაშა და 41-ე წუთზე გაასინბინეს.
ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი" შინ დამარცხდა "მონტობანთან" - 24:44 და პლეი ოფში მოხვედრის ყველა შანსი დაკარგა. მაჩხანელმა სრულად ითამაშა და მე-5 წუთზე ლელო გაიტანა.
დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ" შინ დაამარცხა თენგიზ გელანტიას "ნიმი" - 39:24. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
B ჯგუფი
სენტ-ეტიენი-მონტობანი 24:44, ნიცა-ნიმი 39:24, ბურგ ან ბრესი-ლა სეინი 29:7, შატორენარი-რომანი 6:13, კასტანე-პოკენი 77:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 64 ქულა, 2. მონტობანი - 52, 3. კასტანე - 50, 4. ლა სეინი - 46, 5. რომანი - 41, 6. სენტ ეტიენი - 33, 7. ნიცა - 32, 8. შატორენარი - 29, 9. ნიმი - 20, 10. პოკენი - 3.
* * *
C ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის თავგამოდებით იბრძვის მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი". ჩვენებურთა ამ გუნდმა, სამწუხაროდ, შინ წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "აგეტმოსთან" - 19:23 და ახლა 37 ქულით მე-5 ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს მეოთხეადგილოსანი "სენ ნაზერი".
კვირიკაშვილმა და ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, "მეკომ" გუნდს 14 ქულა მოუტანა (ერთი გარდასახვა, ერთი არეკნი და სამი საჯარიმო), ოზგებაშვილი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო, აბესლამიძე განაცხადში არ იყო.
C ჯგუფი
სენ ჟუნიენი-აგეტმო 19:23, სენ მედარი-ვანი 49:27, მორლაა-ლავორი 12:6, სენ ჟან დე ლუზი-ლანჟონი 16:18, სენ ნაზერი-კოლომიე 8:31.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 62 ქულა, 2. ვანი - 46, 3. ლავორი - 42, 4. სენ ნაზერი - 38, 5. სენ ჟუნიენი - 37, 6. სენ მედარი - 37, 7. ლანჟონი - 36, 8. სენ ჟან დე ლუზი - 33, 9. აგეტმო - 33, 10. მორლაა - 25.
* * *
D ჯგუფში 45 ქულით მეოთხე ადგილზეა გიორგი ნემსაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ვალანს დაჟენი", რომელმაც სტუმრად წააგო "ბლანიაკთან" - 28:30. ნემსაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, 45-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ათი წუთით გააძევა, 71-ე წუთზე კი მან ლელო მიითვალა. ბასილაია განაცხადში არ იყო.
D ჯგუფი
ბლანიაკი-ვალანს დაჟენი 30:28, მარმანდი-ოლორონი 24:17, ლანამეზანი-ლურდი 36:19, ტიროსი-რიბერაკი 59:5, მოლეონი-ლიმოჟი 8:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 64 ქულა, 2. ლიმოჟი - 55, 3. ბლანიაკი - 48, 4. ვალანს დაჟენი - 45, 5. ლანამეზანი - 40, 6. ლურდი - 39, 7. ოლორონი - 35, 8. მარმანდი - 33, 9. მოლეონი - 18, 10. რიბერაკი - 11.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"