ჯგუფში რეგულარული გათამაშება ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" მოიგო.
"უმცროსმა ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში შინ დაამარცხა "ბაიონი" - 34:19. კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" კი, რომელიც 52 ქულით მესამე ადგილზეა, ასევე შინ დიდი ანგარიშით მოუგო "ბურგუენს" - 55:17.
დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად წააგო "მონპელიესთან" - 3:22. ჩვენებურის ეს გუნდი 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
XVII ტური
ტულონი-ბურგუენი 55:17, მონპელიე-პო 22:3, პერპინიანი-აჟენი 19:13, კლერმონი-ბაიონი 34:19, ტულუზი-ლიონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 67 ქულა, 2. პერპინიანი - 58, 3. ტულონი - 52, 4. აჟენი - 47, 5. მონპელიე - 44, 6. ბაიონი - 39, 7. პო - 29, 8. ტულუზი - 25, 9. ლიონი - 19, 10. ბურგუენი - 17.
XVIII ტური
პო-ტულუზი, აჟენი-მონპელიე, ბაიონი-პერპინიანი, ლიონი-ტულონი, ბურგუენი-კლერმონი.
* * *
B ჯგუფიდან ქართველ მორაგბეთა გუნდებმა პლეი ოფში ვერ გააღწიეს. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად წააგო "ბრივთან" - 9:15. "ალპელებს" 35 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან.
ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელიც 28 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "ლა როშელთან" - 10:19.
B ჯგუფი
სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 20:7, ბრივი-გრენობლი 15:9, კასტრი-ბიარიცი 17:35, ბორდო-ნარბონი 14:18, ლა როშელი-ტარბი 19:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 69 ქულა, 2. ლა როშელი - 61, 3. ბიარიცი - 56, 4. ნარბონი - 43, 5. გრენობლი - 35, 6. ბრივი - 32, 7. კასტრი - 31, 8. ტარბი - 28, 9. ბორდო - 22, 10. მეტრო რასინგი - 18.
XVIII ტური
ნარბონი-სტად ფრანსე, გრენობლი-კასტრი, მეტრო რასინგი-ბრივი, ტარბი-ბორდო, ბიარიცი-ლა როშელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"