ქართველ მორაგბეთა გუნდისთვის მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ტურში მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა ქართველ მორაგბეთა გუნდისთვის - დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მოულოდნელად დამარცხდა უშუალო კონკურენტ "ბორდოსთან" და ბოლოსწინა, დივიზიონიდან გასავარდნ ადგილზე დამკვიდრდა.

ბრიველები, ფაქტობრივად, უკვე მეორე დივიზიონში არიან. ბოლო ტურში ჩვენებურთა ამ გუნდს სტუმრად უწევს თამაში ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონთან".

მართალია, "ვულკანებს" ამ თამაშში გამარჯვება არაფერში სჭირდება, მაგრამ მას საკუთარ მოედანზე, აგერ, უკვე მეორმოცე მატჩია, არ წაუგია და არც ამჟამად დათმობს რამეს. თანაც,
"ბრივმა" ისე უნდა მოიგოს, რომ პრემიალური ქულაც დაიმსახუროს.

ამასთან ერთად, კონკურენტმა "ბაიონმა" სტუმრად პრემიალურის გარეშე უნდა წააგოს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან", რაც სავსებით შესაძლებელია, თუმცა "ბრივის" წარმატება ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

შინაგანად უკვე ყველა შეეგუა, რომ ფრანგული რაგბის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი გუნდი ელიტას გამოეთხოვა. "ბრივი" მე-19 საუკუნის მიწურულს, 1883 წელს დაარსდა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მოიპოვა. ამ გუნდში თამაშობდა ოდესღაც ქართული წარმოშობის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მორაგბე მიშელ იაშვილი, დიმიტრი და გრეგუარ იაშვილების მამა.

ცხადია, ელიტიდან გავარდნის გამო გუნდს ბევრი წამყვანი მოთამაშე დატოვებს. საქართველოს ნაკრების ბურჯი ვასილ კაკოვინი დიდი ხანია ცნობილია, რომ ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" გადადის.

ახლახან კი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი შესაძლოა პარიზულ "სტად ფრანსეში" გადაბარგდეს. სავარაუდოდ, მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

გადაწყვეტილია, რომ "ბრივში" რჩება საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი. ამავე გუნდში ჩაირიცხება საქართველოს A ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე.

აღსანიშნავია, რომ თუ ხინჩაგიშვილი პარიზულ კლუბში ჩაირიცხა, ის იქ ერთადერთი ქართველი არ იქნება. "სტად ფრანსემ" დიდი ხანია თვალი დაადგა ქუთაისის "აიას" შერკინების ბურჯ ზურაბ ჟვანიას, რომელიც ფოთის "რაინდების" აღზრდილია.

ჟვანია პარიზში ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყების წინ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ეს არ მოხერხდა.

ამის გარდა, მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე ახალი ტრანსფერი. ქუთაისის "აიას" კიდევ ერთი შერკინების ბურჯი თორნიკე ლომიძე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის "ბიარიცში" ჩაირიცხა, რომელმაც ქართველი მორაგბე, განათხოვრების წესით, "მონ დე მარსანს" დაუთმო.

ეს გუნდი ამჟამად ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. გამორიცხული არაა, წარმატების შემთხვევაში პირველ დივიზიონშიც აღზევდეს. სავარაუდოდ, ამავე გუნდში განაგრძობს ასპარეზობას "არმიის" შუამარბი თამაზ მჭედლიძეც.

"ბრივი" ლიდერებისგნ იცლება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალადეც ბესო! ასე უნდა ხალხისთვის გულის გახეთქვა :)))) მე მეგონა, მთელი გუნდი ამოწყდა :(
zviadi
02:05 11-05-2012
0
ტას გვასჰინებტ, ეს რა სატაურია????
kiriakou73@
14:05 10-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული