მამუკა გორგოძე - მეორე ქართველი მორაგბე "ბარბაროსებში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე "ბარბაროსებში" მიიწვიეს.

ეს გუნდი წელს ახალზელანდიელი მწვრთნელის, ჯონ ქირვანის თავკაცობით შეიკრიბა და ერთი შეხვედრა უკვე გამართა ინგლისის ნაკრებთან.

გორგოძე მეორე ქართველი იქნება ფრანგული "ტულონის" შერკინების ბურჯის, დავით ქუბრიაშვილის შემდეგ, რომელიც "ბარბაროსების" შავ-თეთრ კვართს მოირგებს.

გორგოძე და კომპანია 29 მაისს გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

2 ივლისს კი "ბარბაროსები" კარდიფის "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს ეთამაშებიან. გორგოძე, სავარაუდოდ, ორივე მატჩში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ბარბაროსთა გუნდი მეორე წელიწადია, ქართველი მორაგბეების გარეშე არ იკრიბება. ეს
კიდევ ერთი ნათელი დასტურია ჩვენი რაგბის გაზრდილი ავტორიტეტისა და მსოფლიო აღიარების.

საგულისხმოა, რომ ორივე "ქართველი ბარბაროსი" სარაგბო კლუბ "ლელოს", კერძოდ კი მისი მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის აღზრდილია.

როგორც აღვნიშნეთ, "ბარბაროსებმა" უკვე გამართა ერთი შეხვედრა ლონდონში, "თვიქნემზე" და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 26:57.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაში უხვლელოიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო მიითვალეს. აქედან 7 ინგლისელების ანგარიშზეა.

ყველაზე მეტი - 3 ლელო "პომების" გარემარბმა კრის ეშტონმა გაიტანა. თავი ორჯერ გამოიჩინა შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ჯონათან ჯოზეფმა.

"ბარბაროსებიდან" გამორჩეული ახალზელანდიელი ფულბეკი მალილი მულიაინა იყო, რომლის ანგარიშზეც ორი ლელოა. ყველაზე მეტი ქულა კი ინგლისელთა შუამარბმა ოუენ ფარელმა დააგროვა. მან 7 გარდასახვა და 1 საჯარიმო მიითვალა (17 ქულა).

ინგლისი-ბარბაროსები 57:26
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ოუენ ფარელი, 11. კრისტიან ვეიდი, 10. ჩარლი ჰოჯსონი, 9. ლი დიკსონი. 1. მეთ სტივენსი, 2. დილან ჰართლი, 3. პაულ დორან ჯოუნზი, 4. მარიუს ბოთა, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ ჯონსონი, 7. კარლ ფერნსი, 8. ფილ დოუსონი.
16. ლი მეარსი, 17. მეთ მულენი, 18. ჯო ლანჩბური, 19. ჯიმი გიბსონი, 20. რიჩარდ ვაიგლსვორსი, 21. ჯონათან ჯოზეფი, 22. ალექს გუდი.
8ლ: ეშტონი (3), ჯოზეფი (2), ჰართლი, ვეიდი, ვაიგლსვორსი. 7გ,ს: ფარელი.
ბარბაროსები: 15. მალილი მულიაინა, 14. პაულ სასკი, 13. კესი ლაულალა, 12. მაიკ თინდოლი, 11. იან ბოლშო, 10. სტივენ დონალდი, 9. რორი ლოუსონი. 1. ნეემია ტიალატა, 2. ჯონ სმიტი, 3. ჯონ აფოა, 4. მაიკ ჩისლომი, 5. ენტონი ფან ზილი, 6. ერნსტ იუბერი, 7. ჯონ ბითი, 8. აკაპუსი ქერა.
16. ბენუა ოგუსტი, 17. დანკან ჯოუნზი, 18. პელუ ტაელე, 19. რაფაელ ლაკაფია, 20. ჟერომ ფილოლი, 21. ფელიპე კონტეპომი, 22. საილოსი ტაგიკაკიბაუ.
4ლ: მულიაინა (2), ტაელე პავიჰი, თინდოლი.
მსაჯი: ჯონ ლესი (ირლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაესტროზე თქვეს მე-4 ქართველიაო.. ესენი ამბობენ მეორეო. გაიგე ახლა რომელია მართალი. რა ........ გვაქვს ჟურნალიზმის ამბავში.
odala
03:43 30-05-2012
0
ძალიან მიხარი აქართველი მორაგბეების ასეთი წარმატება.
Tika
15:13 29-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული