შეხვედრა ამჯერად კარდიფში, "მილენიუმზე" ჩატარდება. გორგოძესა და კომპანიას უელსის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება.
"ბარბაროსების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ჯონ ქირვანმა "წითელ ურჩხულებთან" სათამაშოდ უელსური და მსოფლიოს რაგბის ლეგენდა შეინ ვილიამსი მიიწვია, რომელიც თავის კარიერაში ბოლო მატჩს გამართავს და სამწვრთნელო ასპარეზზე გადავა.
ამავე შეხევდრაში მე-100 კეპს მოიხვეჭს უელსის ნაკრების ვეტერანი მორაგბე მარტინ ვილიამსი.
ირლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ქირვანმა სამი ცვლილება განახორციელა. ცხრა ნომრის პოზიციაზე რიჩი რისი ითამაშებს, შერ
ბარბაროსები: 15. მალილი მულიაინა, 14. ისა ნაკევა, 13. მაიკ თინდოლი, 12. კესი ლაულალა, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ დონალდი, 9. რიჩი რისი. 1. დანკან ჯოუნზი, 2. ბენუა ოგუსტი, 3. ჯონ სმიტი, 4. მაიკ ოდრისკოლი, 5. მარკ ჩისლომი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. მამუკა გორგოძე, 8. ჯონი ბითი.
16. ალედ დე მალმანჩი, 17. ნეემია ტიალატა, 18. ენტონი ფან ზილი, 19. აკაპუსი ქერა, 20. რორი ლაუსონი, 21. საილოსი ტაგიკაკიბაუ, 22. სედრიკ ემონსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"