საფრანგეთის ჩემპიონები - ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინალში ქართველი მორაგბეების, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" დაუპირისპირდა.

მატჩში, რომელიც ტრადიციულად პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა, ქვეყნის შარშანდელმა ჩემპიონებმა, ტულუზელმა მორაგბეებმა მეტოქეს 18:12 სძლიეს და ტიტული შეინარჩუნეს.

საფრანგეთის საუკეთესო გუნდის გამოვლენა მგეზავების, ტულონელი ჯონი ვილკინსონისა და ტულუზელი ლუკ მაკალისტერის ფეხჩუბინობაზე გამოდგა დამოკიდებული. ტულუზელი უკეთ გაისარჯა და გამარჯვებაც მის გუნდს დარჩა.

ბრეგვაძე და გიორგაძე ტრავმირებულნი არიან და საჩემპიონო მატჩში არ უთამაშიათ. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე არბიტრმა სინბინში
გაუშვა. 74-ე წუთიდან კი მის ნაცვლად მოედანზე ჩილაჩავა გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული