პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - ჩვენებური ბრიტანულ გუნდში გამოჩნდება

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, "ჰაინეკენის თასზე", მომავალ სეზონში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი იასპარეზებს.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - ჩვენებური მორაგბე ბრიტანულ გუნდში გამოჩნდება. შოტლანდიური "ედინბურგის" ღირსებას, რომელიც კენჭისყრის შედეგად A ჯგუფში მოხვდა, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია დაიცავს.

F ჯგუფში ერთად მოხვდნენ დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" და მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე".

ამათ გარდა, "ჰაინეკენის თასისთვის" იბრძოლებენ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" და ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი".

"ჰაინეკენის
თასი"

A ჯგუფი: მანსტერი (ირ), ედინბურგი (შოტ), სარასენზი (ინგ), მეტრო რასინგი (საფ)
B ჯგუფი: ტულუზი (საფ), ლესტერი (ინგ), ოსფრიზი (უელ), ბენეტონი (იტ)
C ჯგუფი: ბიარიცი (საფ), ჰარლიქვინზი (ინგ), ქონოთი (ირლ), ზებრე (იტ)
D ჯგუფი: ნორსჰემპთონი (ინგ), ალსტერი (ირლ), გლაზგო (შოტ), კასტრი (საფ).
E ჯგუფი: ლენსტერი (ირლ), კლერმონი (საფ), ჰლანეჰლი (უელ), ექსეტრი (ინგ)
F ჯგუფი: კარდიფი (უელ), ტულონი (საფ), სეილ შარქსი (ინგ), მონპელიე (საფ).

ჰაინეკენზე წილი ნაყარია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული