სარაგბო კლუბი მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის რაგბი ლიგის ჩემპიონატში ასპარეზობდა მანამდე, სანამ 2008 წელს მის სათავეში ქართველები დუგლას კავთელაშვილი და მამუკა ლოსაბერიძე არ მოვიდნენ.
კავთელაშვილი წარსულში ცნობილი ქართველი მწვრთნელია, რომელთანაც საბჭოეთის ხანაში ქუთაისის "აიას" წარმატებები უშუალოდაა დაკავშირებული. ლოსაბერიძე კი მისი შეგირდია, რომელიც იმ პერიოდში "აიაში" ასპარეზობდა.
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა
აღსანიშნავია, რომ სპარტაკელთა რიგებში 12 ქართველი თამაშობს, რომელთაგან შვიდს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.
აი, ისინიც: ბექა ადანაია, ზურაბ გოგლიჩაძე, დავით დახუნდარიძე, გოდერძი ჯოგლიძე, თორნიკე ძაგნიძე, ირაკლი კვანტიძე, პავლე კვერნაძე, გიორგი მინაძე, ზურაბ თუთბერიძე, მამუკა ხეჩიკოვი, დავით შარაშენიძე და ზურაბ ერისთავი.
რუსეთის ჩემპიონატი
1. ენისეი - 39 ქულა, 2. კრასნი იარი - 39, 3. ვვა - 34, 4. სლავა - 19, 5. სმენა - 16, 6. ფილი - 12, 7. სპარტაკი - 10, 8. ბულავა - 10, 9. პენზა - 9, 10. აგროუნივერსიტეტი - 9.
ქართული ანკლავი მოსკოვის "სპარტაკში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"