ლაშა მალაღურაძე და სიმონ მაისურაძე "ბაგნერეში" იასპარეზებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ბაგნერეში" ჩაირიცხა.

ეს გუნდი გასულ სეზონში ფედერალ 2 დივიზიონში გამოდიოდა და წარმატებული ასპარეზობის შედეგად რანგით უფრო მაღალ დივიზიონში დაწინაურდა.

ახალ სეზონში ამავე გუნდის ღირებას დაიცავს სიმონ მაისურაძეც, რომელიც აქამდე მესამე ხაზში თამაშობდა, თუმცა "ბაგნერეში" ის ამპლუას გამოიცვლის და შერკინების კვაჭი იქნება.

"ბაგნერე" საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქის სარაგბო გუნდია. მისი მეტოქეები ფედერალ 1-ის C ჯგუფში იქნებიან: "მონტობანი", "ლიმოჟი", "ნევერი", "კასტანე", "ოლორონი", "სენ ჟუნიენი", "სენ მედარი", "ლურდი" და "ლანამეზანი".

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაგნერე კი არა ბანიერი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული