დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგში" გრეგ ლაიდლოუ წარუძღვება

AutoSharing Option
ახალი სეზონიდან ჩვენი ინტერესის სფეროში ბრიტანეთიც იქნება, რადგან წლეულს შოტლანდიურ "ედინბურგში" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია ჩაირიცხა.

ჩვენებური ამჟამად გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და საკმაოდ დიდი გარჯა დასჭირდება, რათა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს. გასაკვირი არ არის, ასეთი დონის კლუბში, "ედინბურგი" რომ არის, დიდი კონკურენციაა.

გუნდის კაპიტანი ისევ გრეგ ლაიდლოუ იქნება, რომელმაც გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა. მან დიდი როლი ითამაშა "ედინბურგის" წარმატებაში - "ჰაინეკენის" თასის გათამაშებაში. პირველად შოტლანდიური რაგბის ისტორიაში, ამ ქვეყნის კლუბმა ნახევარფინალში გააღწია.

ამასთან ერთად, ლაიდლოუს სამი საჯარიმოს
წყალობით, "სკოტებმა" სტუმრად სძლიეს ავსტრალიის ნაკრებს, რაც ასევე ისტორიული გამარჯვებაა.

"გრეგ ლაიდლოუ სამაგალითო მორაგბეა. მან თავისი შესანიშნავი გარჯის წყალობით, როგორც კაპიტანმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა "ედინბურგის" წარმატებაში. ახალ სეზონში კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის მიღწევას გრეგის დახმარებით აუცილებლად შევძლებთ" - თქვა "ედინბურგის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული