ვიქტორ კოლელიშვილი "კლერმონის" შემადგენლობის მიღმა დარჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ბოლო წლების ლიდერი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" 3 აგვისტოს სტუმრად საკონტროლო მატჩს გამართავს გურამ კავთიძის "ლიონთან".

"ვულკანებისთვის" ეს პირველი თამაში იქნება ჩემპიონატისთვის მიმდინარე მზადების პერიოდში. გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა იმ 29 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ლიონში საასპარეზოდ გაემგზავრებიან.

მათ შორის ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. კოტერმა თან იახლა ხუთი ისეთი მორაგბე, რომლებიც ესპუართა გუნდიდან არიან.

"ლიონთან" მატჩში, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობას
დაახვედრებენ მეტოქეს ლიონელები.

შეგახსენებთ, რომ "ლიონი", რომელიც წლეულს ელიტური პირველი დივიზიონიდან მეორეში დაქვეითდა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელებით გაძლიერდა. ესენია: ლიონელ ნალე და სებასტიან შაბალი.

კლერმონი
შერკინება: ჟულიენ ბონერი, დამიენ შული, ჯიმი კუდმორი, ვენსან დებატი, ნათან ჰინესი, ლუკ ჟაკე, ბენიამინ კაისერი, დანეილ კუცია, ჯონი ლორდლეტი, ტიი პაოლო, ჟულიენ პიერი, არტურ რულინი, ელვის ვერმულენი, დავით ზირაქაშვილი.
უკანა ხაზი: მარკ ბენეტი, ჟან-მარსელ ბუტინი, ჟულიენ ფარნო, ენტონი ფლოში, ბრუკ ჯეიმზი, რეგან კინგი, კონორ მაკკენი, ჟულიენ მალზიო, ნოა ნაკატაჩი, მორგან პარა, ლუდოვიკ რადოსლავოვიჩი, ორელიან რუჟერი, სიტივენი სივივატუ, დავიდ სკრელა, გევენ ვილიამსი.

ლიონთან "ვიტო" არ იქნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული